
ლუკას სახარება 8:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ევედრებოდნენ იესოს: ნუ გვიბრძანებ უფსკრულში დანთქმასო.
ლუკას სახარება 8:31 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 31 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-19 კვირიაკე (სახარება).
ლუკას სახარება 8:31 კონტექსტში
8:29რადგანაც უბრძანა უწმინდურ სულს, გამოსულიყო ამ კაცისაგან, ვინაიდან დიდი ხანია სტანჯავდა მას, ისე რომ ჯაჭვით კრავდნენ და ბორკილებს ადებდნენ, მაგრამ ამსხვრევდა ბორკილებს და, ეშმაკისაგან დევნილი, უდაბნოში გარბოდა.
8:30ჰკითხა მას იესომ: რა გქვია სახელად? ხოლო მან მიუგო: ლეგიონი; ვინაიდან მრავალი ეშმაკი შესულიყო მასში.
8:31ევედრებოდნენ იესოს: ნუ გვიბრძანებ უფსკრულში დანთქმასო.
8:32იქვე, მთაზე, ბალახობდა ღორების დიდი კოლტი. შეევედრნენ: ნება დაგვრთე, მათში შევიდეთო, და ნება დართო მათ.
8:33გამოვიდნენ ეშმაკნი კაცისგან და ღორებში შევიდნენ. მაშინ მთელი კოლტი მიაწყდა კბოდეს და ტბაში ჩაიხრჩო.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 8:31
- მათეს სახარება 25:41მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული.
- გამოცხადება 19:20შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუ წინასწარმეტყველიც, მის წინაშე რომ ახდენდა სასწაულებს, რითაც აცდუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატის მოთაყვანენი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილი გოგირდით მოგიზგიზე ცეცხლის ტბაში.
- იობი 1:11აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე მთელ მის საბადებელს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა.
- გამოცხადება 20:14სიკვდილი და ჯოჯოხეთი კი დაინთქნენ ცეცხლის ტბაში, და სწორედ ცეცხლის ეს ტბაა მეორე სიკვდილი.
- გამოცხადება 20:15ცეცხლის ტბაშივე ჩავარდა, ვინც არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში.
- გამოცხადება 17:8მხეცი, რომელიც იხილე, იყო და აღარ არის, მაგრამ ამოვა უფსკრულიდან და წარსაწყმედლად წავა, და დედამიწის მკვიდრნი, რომელთა სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში ქვეყნიერების დასაბამიდან, განცვიფრდებიან, როდესაც იხილავენ მხეცს, რომელიც იყო და აღარ არის, მაგრამ კვლავ მოვა.
- ფილიპელთა მიმართ 2:10რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც,
- ფილიპელთა მიმართ 2:11და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 8
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში