
ლუკას სახარება 8:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამოვიდა მთესავი თავისი თესლის თესვად; თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა, გაითელა და ცის ფრინველებმა აკენკეს ისინი.
ლუკას სახარება 8:5 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 17 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-17 კვირა (სახარება).
ლუკას სახარება 8:5 კონტექსტში
8:3იოანა, ჰეროდეს ეზოსმოძღვრის, ქუზას ცოლი, სუსანა და სხვა მრავალიც, რომლებიც თავიანთი საბადებლით ემსახურებოდნენ მას.
8:4ხოლო როდესაც დიდძალი ხალხი შეგროვდა და ქალაქების მცხოვრებნიც მივიდნენ მასთან, უთხრა მათ იგავით:
8:5გამოვიდა მთესავი თავისი თესლის თესვად; თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა, გაითელა და ცის ფრინველებმა აკენკეს ისინი.
8:6ზოგი კლდეზე დავარდა და აღმოცენებისთანავე გახმა, ვინაიდან სინესტე აკლდა.
8:7ზოგი კიდევ ეკალ-ბარდებში ჩაცვივდა; წამოიზარდა ეკალი და ერთიანად მოაშთო ყველა.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 8:5
- ებრაელთა მიმართ 2:1ამიტომაც გვმართებს მეტი ყურადღება იმისადმი, რაც გვესმის, თუკი არ გვინდა, რომ გზას ავცდეთ.
- მარკოზის სახარება 4:15გზის პირას დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომლებშიაც ითესება სიტყვა, მაგრამ სიტყვის მოსმენისთანავე მიადგებათ სატანა და მოსტაცებთ სიტყვას, რომელიც მათს გულში ჩაითესა.
- იაკობის ეპისტოლე 1:23რადგან ვინც სიტყვას ისმენს და არ ასრულებს, იმ კაცსა ჰგავს, თავის ბუნებრივ სახეს რომ უმზერს სარკეში.
- იაკობის ეპისტოლე 1:24დაინახავს თავის თავს, წავა და მყისვე ავიწყდება, როგორია მისი იერი.
- ლუკას სახარება 8:11აი, რას ნიშნავს ეს იგავი: თესლი სიტყვაა ღმრთისა;
- ლუკას სახარება 8:12გზის პირას დაცვენილი მარცვლები მსმენელები არიან, ხოლო შემდეგ მოდის ეშმაკი და იტაცებს სიტყვას მათი გულიდან, რათა არ იწამონ და არა ცხონდნენ;
- შესაქმე 15:11დააცხრნენ სვავები მძორებს, მაგრამ მოუგერია ისინი აბრამმა.
- მარკოზის სახარება 4:26და თქვა: ღმრთის სასუფეველი იმასა ჰგავს, კაცი რომ თესლს ჩათესავს მიწაში.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 8
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში