
იაკობის ეპისტოლე 1:24: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
დაინახავს თავის თავს, წავა და მყისვე ავიწყდება, როგორია მისი იერი.
იაკობის ეპისტოლე 1:24 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 31 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 31 კვირის ხუთშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: იაკობის ეპისტოლე 1:24
5 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
ეკუმენიოსი6 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე “მოციქულმა არა მარტო მოსმენა, არამედ აღსრულებაც დაამატა. მხოლოდ რჯულის მოსმენა საკმარისი არ არის სულის ხსნისათვის. მოსმენას აღსრულებაც უნდა ახლდეს თან. განა შეიძლება, სიტყვა შეიცნო და მისდამი გულგრილი დარჩე? სიტყვის შეცნობა მის აღსრულებას გულისხმობს.”
ნიკოდიმოს მთაწმინდელი18 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე ვისარიონი (ნეჩაევი)19 საუკუნე
1 / 5
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 5 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
იაკობის ეპისტოლე 1:24 კონტექსტში
1:22მაშ, იყავით სიტყვის აღმსრულებელნი და არა მხოლოდ მსმენელნი თავის მოსატყუებლად.
1:23რადგან ვინც სიტყვას ისმენს და არ ასრულებს, იმ კაცსა ჰგავს, თავის ბუნებრივ სახეს რომ უმზერს სარკეში.
1:24დაინახავს თავის თავს, წავა და მყისვე ავიწყდება, როგორია მისი იერი.
1:25მაგრამ ვინც გულმოდგინედ აკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და კიდევაც მკვიდრდება მასში, არა როგორც გულმავიწყი მსმენელი, არამედ საქმის აღმსრულებელი, ნეტარია თავისი მოქმედებით.
1:26თუ რომელიმე თქვენგანს ღვთისმოსავი ჰგონია თავი, მაგრამ ლაგამს კი არ ამოსდებს ენას, არამედ აცდუნებს თავის გულს, ფუჭია მისი ღვთისმოსაობა.
პარალელური ადგილები: იაკობის ეპისტოლე 1:24
- პეტრეს ეპისტოლე ბ 3:11მაგრამ თუ ყოველივე ეს დაიშლება, როგორი უნდა იყოს თქვენი ყოფა წმიდა ქცევითა და ღვთისმოსაობით,
- ლუკას სახარება 1:66ყველამ, ვინც გაიგო, გულს ჩაიბეჭდა და ამბობდა: რა გამოვა ეს ბავშვი? და იყო ხელი უფლისა მასთან.
- ლუკას სახარება 7:39ამის შემყურე ფარისეველმა, მისმა მასპინძელმა, გულში თქვა: ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, ხომ მიხვდებოდა, ვინ ეხება, ან რანაირი ქალი ეხება, ვინაიდან ცოდვილიაო.
- მსაჯულნი 8:18უთხრა ზებახს და ცალმუნაყს: რანაირები იყვნენ ისინი, თქვენ რომ ხალხი დახოცეთ თაბორში? მათ მიუგეს: შენნაირები იყვნენ, ყველანი მეფისწულებს ჰგავდნენ თვალტანადობით.
- თესალონიკელთა მიმართ ა 1:5ვინაიდან ჩვენი სახარება მარტოოდენ სიტყვით კი არ გეუწყათ, არამედ ძალით, სული წმიდითა და სრული დამაჯერებლობით; თუმცა თვითონვე იცით, რანი ვიყავით თქვენ შორის თქვენთვის,
- მათეს სახარება 8:27ხოლო განცვიფრებული ხალხი ამბობდა: ვინ არის იგი, ქარებიც და ზღვაც რომ მორჩილებენ?
განაგრძე კითხვა: იაკობის ეპისტოლე 1
სრულად წაიკითხე: იაკობის ეპისტოლე 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში
