
ლუკას სახარება 9:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჭამა ყველამ და გაძღა; და გაავსეს ნარჩენებით თორმეტი კალათი.
ლუკას სახარება 9:17 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 15 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-17 კვირის პარასკევი (სახარება).
ლუკას სახარება 9:17 კონტექსტში
9:15ასეც მოიქცნენ და დასხეს ყველანი.
9:16ხოლო მან აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა, დატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, რათა ჩამოერიგებინათ ხალხისთვის.
9:17ჭამა ყველამ და გაძღა; და გაავსეს ნარჩენებით თორმეტი კალათი.
9:18მოხდა ისე, რომ ერთხელ, როცა განმარტოებით ლოცულობდა, მოწაფეებიც მასთან იყვნენ და ჰკითხა მათ:
9:19რას ამბობს ხალხი, ვინ ვგონივარ მე? ხოლო მათ მიუგეს და უთხრეს: ზოგს იოანე ნათლისმცემელი ჰგონიხარ, ზოგს - ელია, ზოგი კი ამბობს, ერთი ძველი წინასწარმეტყველი აღდგაო.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 9:17
- ფილიპელთა მიმართ 4:18ყველაფერი მივიღე და ბლომადაც მაქვს, სავსე ვარ იმით, რაც ეპაფროდიტოსის ხელით გამომიგზავნეთ: კეთილსურნელება, საამო შეწირულება, ესოდენ სასურველი ღვთისათვის.
- ფილიპელთა მიმართ 4:19ხოლო თქვენ ჩემი ღმერთი შეგივსებთ ყოველგვარ ნაკლულებას თავისი სიუხვით და დიდებით, ქრისტე იესოში.
- მარკოზის სახარება 6:42ყველამ ჭამა და გაძღა.
- მარკოზის სახარება 6:44ხოლო იყო პურის მჭამელი ასე ხუთი ათასამდე კაცი.
- იოანე 6:11აიღო პურები იესომ, მადლი შესწირა და მისცა მოწაფეებს, ხოლო მოწაფეებმა ჩამოურიგეს მსხდომარეთ; ასევე თევზიც, ვისაც რამდენი სურდა.
- იოანე 6:13მათაც აკრიფეს და გაავსეს თორმეტი კალათი ქერის პურის ნატეხებით, რაც ჭამის შემდეგ დარჩა.
- იგავესნი 13:25მართალი მხოლოდ დასანაყრებლად ჭამს, ბოროტეულთა სტომაქს კი მუდამ ეშიება.
- მარკოზის სახარება 8:8ჭამეს და გაძღნენ; და გაავსეს ნარჩენებით შვიდი კალათი.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 9
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში