
ლუკას სახარება 9:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო მან აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა, დატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, რათა ჩამოერიგებინათ ხალხისთვის.
ლუკას სახარება 9:16 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 15 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-17 კვირის პარასკევი (სახარება).
ლუკას სახარება 9:16 კონტექსტში
9:14რადგანაც იყო იქ ხუთი ათასამდე კაცი. მაგრამ მან თავის მოწაფეებს უთხრა: რიგ-რიგად დასხით ისინი, თითო რიგში ორმოცდაათი კაცი.
9:15ასეც მოიქცნენ და დასხეს ყველანი.
9:16ხოლო მან აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა, დატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, რათა ჩამოერიგებინათ ხალხისთვის.
9:17ჭამა ყველამ და გაძღა; და გაავსეს ნარჩენებით თორმეტი კალათი.
9:18მოხდა ისე, რომ ერთხელ, როცა განმარტოებით ლოცულობდა, მოწაფეებიც მასთან იყვნენ და ჰკითხა მათ:
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 9:16
- მათეს სახარება 14:19და მოლზე დასხდომა უბრძანა ხალხს: აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა და დატეხა პურები და მისცა მოწაფეებს, ხოლო მათ ჩამოურიგეს ხალხს.
- ტიმოთეს მიმართ ა 4:4რადგანაც კეთილია ღმერთის ყოველი ქმნილება და არ არის უარსაყოფი, თუკი მიიღება მადლიერებით,
- ტიმოთეს მიმართ ა 4:5ვინაიდან ღვთის სიტყვით და ლოცვით განიწმიდება.
- ლუკას სახარება 24:30ხოლო როცა ინახად დასხდნენ, აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მისცა მათ.
- მათეს სახარება 15:36აიღო შვიდი პური და თევზი, მადლი შესწირა, დატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, ხოლო მოწაფეებმა - ხალხს.
- მოციქულთა საქმენი 27:35ეს რომ თქვა, პური აიღო, ყველას წინაშე მადლი შესწირა ღმერთს, გატეხა და ჭამა დაიწყო.
- იოანე 6:11აიღო პურები იესომ, მადლი შესწირა და მისცა მოწაფეებს, ხოლო მოწაფეებმა ჩამოურიგეს მსხდომარეთ; ასევე თევზიც, ვისაც რამდენი სურდა.
- ფსალმუნები 121:1გალობა აღსავალთა. მივაპყრობ თვალებს მთებს: საიდან მოვა ჩემი შეწევნა?
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 9
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში