
ლუკას სახარება 9:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წარგზავნა ისინი ღმრთის სასუფევლის საქადაგებლად და სნეულთა განსაკურნავად.
ლუკას სახარება 9:2 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 6 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 20 კვირის შაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 9:2 კონტექსტში
9:1მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა მათ ყველა ეშმაკის დათრგუნვისა და სალმობათა განკურნვის ხელმწიფება და ძალა.
9:2წარგზავნა ისინი ღმრთის სასუფევლის საქადაგებლად და სნეულთა განსაკურნავად.
9:3და უთხრა მათ: ნურაფერს წაიღებთ გზაში: ნურც არგანს, ნურც აბგას, ნურც პურს, ნურც ვერცხლს, ნურც ორ ხელ სამოსს.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 9:2
- ლუკას სახარება 10:9განკურნეთ იქაური სნეულნი და უთხარით მათ: მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი.
- მათეს სახარება 10:7მიაკითხეთ და უქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა სასუფეველი.
- მათეს სახარება 10:8განკურნეთ სნეულნი, განწმინდეთ კეთროვანნი, აღადგინეთ მკვდარნი, განდევნეთ ეშმაკნი; უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით.
- მათეს სახარება 3:2და ამბობდა: მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი.
- მარკოზის სახარება 6:12და წავიდნენ ისინი სინანულის საქადაგებლად.
- ლუკას სახარება 9:11მაგრამ გაიგო ხალხმა და გაჰყვა მას: იესომ შეიწყნარა ისინი და ღმრთის სასუფეველზე ელაპარაკებოდა მათ, ხოლო, ვისაც განკურნება სჭირდებოდა, კურნავდა.
- მათეს სახარება 13:19ყველას, ვინც ისმენს სასუფევლის სიტყვას, მაგრამ არ ესმის იგი, მიადგება უკეთური და მოსტაცებს გულში ჩათესილს: ეს არის თესლი, გზის პირას რომ დაითესა.
- მათეს სახარება 24:14და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელ ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 9
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში