
მათეს სახარება 13:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყველას, ვინც ისმენს სასუფევლის სიტყვას, მაგრამ არ ესმის იგი, მიადგება უკეთური და მოსტაცებს გულში ჩათესილს: ეს არის თესლი, გზის პირას რომ დაითესა.
მათეს სახარება 13:19 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 26 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-6 კვირის ორშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 13:19 კონტექსტში
13:17ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდათ ეხილათ ის, რასაც ხედავთ, და ვერ იხილეს; და ესმინათ ის, რასაც ისმენთ, და ვერ ისმინეს.
13:18მაშ, ისმინეთ მთესავის იგავი:
13:19ყველას, ვინც ისმენს სასუფევლის სიტყვას, მაგრამ არ ესმის იგი, მიადგება უკეთური და მოსტაცებს გულში ჩათესილს: ეს არის თესლი, გზის პირას რომ დაითესა.
13:20ხოლო ქვიან ადგილას დათესილი ის არის, ვინც ისმენს სიტყვას და მაშინვე სიხარულით იღებს მას.
13:21მაგრამ ფესვი არა აქვს მასში, და ამიტომ უდღეურია; და როდესაც მოაწევს ჭირის დღე ან დევნა სიტყვის გამო, მყისვე ცდუნდება.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 13:19
- ლუკას სახარება 8:11აი, რას ნიშნავს ეს იგავი: თესლი სიტყვაა ღმრთისა;
- ლუკას სახარება 8:15პოხიერ ნიადაგზე დაცვენილნი კი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ სიტყვას, კეთილსა და სუფთა გულში იმარხავენ მას და ნაყოფიც გამოაქვთ მოთმინებით.
- მათეს სახარება 13:38ყანა არის ქვეყანა; საღი თესლი სასუფევლის ძენი არიან, ხოლო ღვარძლი - უკეთურის ძენი.
- ებრაელთა მიმართ 2:1ამიტომაც გვმართებს მეტი ყურადღება იმისადმი, რაც გვესმის, თუკი არ გვინდა, რომ გზას ავცდეთ.
- მათეს სახარება 4:23მიმოდიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათს სინაგოგებში, ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში.
- იოანეს ეპისტოლე ა 5:18ვიცით, რომ ღვთის მიერ შობილთაგან არავინ სცოდავს, რადგანაც ღვთის მხოლოდშობილი ძე იცავს და ბოროტი ვერ ეხება მას.
- იოანეს ეპისტოლე ა 3:12ისე კი არა, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისაგან იყო და მოკლა თავისი ძმა; მერედა, რისთვის მოკლა? იმიტომ, რომ ბოროტი იყო მისი საქმე, ხოლო მისი ძმისა - მართალი.
- რომაელთა მიმართ 1:28და რაკი არ ეცადნენ გონებით შეენარჩუნებინათ ღმერთი, ამიტომაც უჯერო საქმეთათვის მისცა ღმერთმა ისინი გაუკუღმართებულ გონებას.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 13
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში