გადასვლა შინაარსზე
მახარებელი ლუკას დეესისის ხატი, ხილანდარის მონასტერი, მე-14 საუკუნე
მახარებელი ლუკა, დეესისის ხატი, მე-14 საუკუნე, ხილანდარის მონასტერი, ათონის მთა. ფოტო: Orjen, CC BY-SA 3.0.

ლუკას სახარება 9:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ლუკას სახარება 9:20

და უთხრა მათ: თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ მე? მიუგო პეტრემ და უთხრა: ქრისტე ღმრთისა.

ლუკას სახარება 9:20 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 18 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-18 კვირის ორშაბათი (სახარება).

ლუკას სახარება 9:20 კონტექსტში

9:18მოხდა ისე, რომ ერთხელ, როცა განმარტოებით ლოცულობდა, მოწაფეებიც მასთან იყვნენ და ჰკითხა მათ:

9:19რას ამბობს ხალხი, ვინ ვგონივარ მე? ხოლო მათ მიუგეს და უთხრეს: ზოგს იოანე ნათლისმცემელი ჰგონიხარ, ზოგს - ელია, ზოგი კი ამბობს, ერთი ძველი წინასწარმეტყველი აღდგაო.

9:20და უთხრა მათ: თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ მე? მიუგო პეტრემ და უთხრა: ქრისტე ღმრთისა.

9:21მაგრამ მან მკაცრად უბრძანა: არავისთან გამთქვათო.

9:22და უთხრა მათ, რომ ძეს კაცისას ელოდა ბევრი ჭირისა და შეურაცხყოფის დათმენა უხუცესთაგან, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სიკვდილით დასჯა და მესამე დღეს აღდგომა.

პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 9:20

განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 9

სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში