
ლუკას სახარება 9:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და უთხრა მათ, რომ ძეს კაცისას ელოდა ბევრი ჭირისა და შეურაცხყოფის დათმენა უხუცესთაგან, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სიკვდილით დასჯა და მესამე დღეს აღდგომა.
ლუკას სახარება 9:22 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 18 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-18 კვირის ორშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 9:22 კონტექსტში
9:20და უთხრა მათ: თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ მე? მიუგო პეტრემ და უთხრა: ქრისტე ღმრთისა.
9:21მაგრამ მან მკაცრად უბრძანა: არავისთან გამთქვათო.
9:22და უთხრა მათ, რომ ძეს კაცისას ელოდა ბევრი ჭირისა და შეურაცხყოფის დათმენა უხუცესთაგან, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სიკვდილით დასჯა და მესამე დღეს აღდგომა.
9:23და მიმართა ყველას: ვისაც სურს მომსდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.
9:24რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს სულს, ის იხსნის მას.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 9:22
- ესაია 53:1ვინ დაიჯერა ჩვენგან სმენილი და უფლის მკლავი ვის გამოეცხადა?
- ესაია 53:12ამიტომ მრავალში მივცემ მას წილს და ძლიერებთან ერთად გაინაწილებს ნადავლს, რადგან სასიკვდილოდ გაწირა თავი და ცოდვილთა შორის შეირაცხა; მრავალთა ცოდვები ჰქონდა გვირთად და ცოდვილებს ესარჩლებოდა.
- ლუკას სახარება 24:7რომ ძე კაცისა უნდა მიეცეს ცოდვილ კაცთა ხელში, ჯვარს ეცვას, და მესამე დღეს აღდგეს.
- ლუკას სახარება 18:31წაიყვანა თორმეტი მოწაფე და უთხრა მათ: აჰა, ავდივართ იერუსალიმს და აღსრულდება ყველაფერი, რაც დაწერილა წინასწარმეტყველთა მიერ კაცის ძისათვის;
- ლუკას სახარება 18:34მაგრამ ისინი ვერაფერს მიხვდნენ: დაფარული იყო მათთვის ეს სიტყვა და ვერ გაიგეს ნათქვამი.
- ლუკას სახარება 9:44ყურად იღეთ ეს სიტყვები: ძე კაცისა მიეცემა კაცთა ხელში.
- მოციქულთა საქმენი 4:25ჩვენი მამისა და შენი მსახურის დავითის პირით რომ თქვი სული წმიდის მიერ: „რატომ აზავთდნენ წარმართნი და ხალხებმა იზრახეს ფუჭი?
- მოციქულთა საქმენი 4:28რათა ექმნათ ის, რისი ქმნაც წინასწარ დაადგინა შენმა ზრახვამ და ხელმა.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 9
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში