გადასვლა შინაარსზე
მახარებელი ლუკას დეესისის ხატი, ხილანდარის მონასტერი, მე-14 საუკუნე
მახარებელი ლუკა, დეესისის ხატი, მე-14 საუკუნე, ხილანდარის მონასტერი, ათონის მთა. ფოტო: Orjen, CC BY-SA 3.0.

ლუკას სახარება 9:38 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ლუკას სახარება 9:38

და აჰა, ერთმა კაცმა შეჰყვირა ხალხში: მოძღვარო, გევედრები, მოხედე ჩემს ძეს, ვინაიდან ერთადერთი მყავს.

ლუკას სახარება 9:38 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 13 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-21 კვირის შაბათი (სახარება).

ლუკას სახარება 9:38 კონტექსტში

9:36ეს ხმა რომ გაისმა, იესო მარტო დარჩა. ხოლო ისინი დადუმდნენ და არავის უთხრეს იმ დღეებში, რაც ეხილათ.

9:37მეორე დღეს ჩამოვიდნენ მთიდან და შემოეგება მას დიდძალი ხალხი.

9:38და აჰა, ერთმა კაცმა შეჰყვირა ხალხში: მოძღვარო, გევედრები, მოხედე ჩემს ძეს, ვინაიდან ერთადერთი მყავს.

9:39შეიპყრობს სული და მაშინვე ყვირილს დააწყებინებს, მიწაზე დასცემს და ისე სტანჯავს, რომ დუჟს ადენს და ძნელად თუ ანებებს თავს ნაგვემ-ნაწამებს.

9:40შევევედრე შენს მოწაფეებს, განდევნეთ-მეთქი, მაგრამ ვერ შესძლეს.

პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 9:38

განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 9

სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში