
ლუკას სახარება 9:36 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეს ხმა რომ გაისმა, იესო მარტო დარჩა. ხოლო ისინი დადუმდნენ და არავის უთხრეს იმ დღეებში, რაც ეხილათ.
ლუკას სახარება 9:36 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 6 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-7 კვირის პარასკევი (ცისკრის სახარება).
ლუკას სახარება 9:36 კონტექსტში
9:34სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ გამოჩნდა ღრუბელი და ჩრდილით დაბურა ისინი; და შეშინდნენ ღრუბელში შესვლისას.
9:35და გაისმა ხმა ღრუბლით, რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი; მას უსმინეთ.
9:36ეს ხმა რომ გაისმა, იესო მარტო დარჩა. ხოლო ისინი დადუმდნენ და არავის უთხრეს იმ დღეებში, რაც ეხილათ.
9:37მეორე დღეს ჩამოვიდნენ მთიდან და შემოეგება მას დიდძალი ხალხი.
9:38და აჰა, ერთმა კაცმა შეჰყვირა ხალხში: მოძღვარო, გევედრები, მოხედე ჩემს ძეს, ვინაიდან ერთადერთი მყავს.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 9:36
- მათეს სახარება 17:9ხოლო მთიდან ჩამოსვლისას იესომ უბრძანა და უთხრა მათ: ნურავის გაანდობთ ამ ხილვას, ვიდრე ძე კაცისა არ აღდგება მკვდრეთით.
- მარკოზის სახარება 9:9ხოლო მთიდან ჩამოსვლისას იესომ უბრძანა მათ, არავისთვის გაენდოთ ეს ხილვა, ვიდრე ძე კაცისა არ აღდგებოდა მკვდრეთით.
- მარკოზის სახარება 9:10მათ დაიხსომეს ეს სიტყვა და ერთმანეთს ეკითხებოდნენ: რას ნიშნავს მკვდრეთით აღდგომა?
- მარკოზის სახარება 9:6რადგან არ იცოდა, რა ეთქვა, ვინაიდან შეშინებულნი იყვნენ.
- ეკლესიასტე 3:7ჟამი დარღვევისა და ჟამი შეკერვისა; ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 9
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში