
მარკოზის სახარება 1:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იქიდან ცოტა რომ გამოვლო, დაინახა იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე, რომლებიც ბადეს კემსავდნენ ნავში.
მარკოზის სახარება 1:19 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 7 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 12 კვირის სამშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 1:19 კონტექსტში
1:17და უთხრა მათ იესომ: მოდით, უკან გამომყევით და კაცთა მებადურებად გაქცევთ.
1:18მათაც მყისვე მიატოვეს თავიანთი ბადე და გაჰყვნენ მას.
1:19იქიდან ცოტა რომ გამოვლო, დაინახა იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე, რომლებიც ბადეს კემსავდნენ ნავში.
1:20და მაშინვე მოუხმო. მათაც მიატოვეს თავიანთი მამა ზებედე, ნავში მყოფ მუშებთან ერთად, და გაჰყვნენ მას.
1:21მივიდნენ კაპერნაუმს და მაშინვე, შაბათ დღეს, შევიდა სინაგოგაში და ასწავლიდა მათ.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 1:19
- მარკოზის სახარება 10:35მაშინ მივიდნენ მასთან ზებედეს ძენი - იაკობი და იოანე და უთხრეს: მოძღვარო, გვსურს შეგვისრულო, რასაცა გთხოვთ.
- მოციქულთა საქმენი 1:13შინ შესვლისთანავე ავიდნენ ზედა თვალში, სადაც იყვნენ პეტრე და იაკობი, იოანე და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, იაკობ ალფესი, სიმონ ზელოტე და იუდა იაკობისა,
- მარკოზის სახარება 14:33წაიყვანა პეტრე, იაკობი და იოანე, და დაიწყო მწუხარება და ურვა.
- მოციქულთა საქმენი 12:2და მახვილით მოაკვლევინა იაკობი, იოანეს ძმა.
- მარკოზის სახარება 9:2ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანე, მარტო ისინი აიყვანა მაღალ მთაზე და მათ წინაშე იცვალა ფერი.
- მარკოზის სახარება 3:17ხოლო იაკობს ზებედესას და იაკობის ძმას იოანეს უწოდა ბოანერგეს, რაც ნიშნავს: ქუხილის ძენი;
- მათეს სახარება 4:21იქიდან წამოსულმა დაინახა ორი სხვა ძმა: იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე, რომლებიც ზებედესთან, თავიანთ მამასთან ერთად ბადეს კემსავდნენ ნავში, და უხმო მათ.
- მარკოზის სახარება 5:37და არავის მისცა გაყოლის ნება, პეტრეს, იაკობისა და იოანეს, იაკობის ძმის, გარდა.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 1
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში