
მარკოზის სახარება 5:37 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და არავის მისცა გაყოლის ნება, პეტრეს, იაკობისა და იოანეს, იაკობის ძმის, გარდა.
მარკოზის სახარება 5:37 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 8 სექტემბერი, 2028, სულთმოფენობის შემდგომი მე-14 კვირის პარასკევი (სახარება).
მარკოზის სახარება 5:37 კონტექსტში
5:35ამას რომ ამბობდა, სინაგოგის წინამძღვართან მივიდნენ და უთხრეს: შენი ასული აღესრულა; რატომღა აწუხებ მოძღვარს?
5:36ხოლო იესომ ამ სიტყვების გაგონებისთანავე უთხრა სინაგოგის წინამძღვარს: ნუ გეშინია, შენ მხოლოდ გწამდეს.
5:37და არავის მისცა გაყოლის ნება, პეტრეს, იაკობისა და იოანეს, იაკობის ძმის, გარდა.
5:38მივიდა სინაგოგის წინამძღვრის სახლში, და იხილა შფოთი, მოტირალნი და მოზარენი.
5:39შევიდა და უთხრა მათ: რატომ შფოთავთ და მოსთქვამთ? გოგონა კი არ მომკვდარა, არამედ სძინავს.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 5:37
- მარკოზის სახარება 14:33წაიყვანა პეტრე, იაკობი და იოანე, და დაიწყო მწუხარება და ურვა.
- მოციქულთა საქმენი 9:40პეტრემ გარეთ გაიყვანა ყველა, მუხლი მოიყარა და ილოცა, მერე კი მიუბრუნდა გვამს და თქვა: ტაბითა, აღდეგ! მანაც გაახილა თვალი და, პეტრე რომ დაინახა, წამოჯდა.
- მარკოზის სახარება 9:2ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანე, მარტო ისინი აიყვანა მაღალ მთაზე და მათ წინაშე იცვალა ფერი.
- კორინთელთა მიმართ ბ 13:1ეს უკვე მესამედ მოვდივარ თქვენთან. ორი თუ სამი მოწმის პირით დამტკიცდება ყოველი სიტყვა.
- ლუკას სახარება 8:51ხოლო სახლში მისვლისას არავის დაანება მასთან ერთად შესვლა, პეტრეს, იაკობის, იოანესა და ბავშვის დედ-მამის გარდა.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 5
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში