
მარკოზის სახარება 1:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და მალე მისი ამბავი კიდით-კიდემდე მოედო მთელი გალილეის მხარეს.
მარკოზის სახარება 1:28 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 8 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-12 კვირის ოთხშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 1:28 კონტექსტში
1:26შეარყია იგი უწმინდურმა სულმა და ხმამაღალი ყვირილით გამოვიდა მისგან.
1:27განცვიფრდა ყველა, ისე რომ, ერთმანეთს ეკითხებოდნენ და ამბობდნენ: რა არის ეს? რა არის ეს ახალი მოძღვრება, რომ ძალმოსილებით უწმინდურ სულებსაც უბრძანებს, და ისინიც ემორჩილებიან მას?
1:28და მალე მისი ამბავი კიდით-კიდემდე მოედო მთელი გალილეის მხარეს.
1:29სინაგოგიდან გამოსვლისთანავე სიმონისა და ანდრიას სახლში მივიდა, იაკობსა და იოანესთან ერთად.
1:30ხოლო სიმონის სიდედრი ცხელებით შეპყრობილი იწვა. და მაშინვე უთხრეს მისი ამბავი.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 1:28
- ლუკას სახარება 4:37და მოედო მისი ამბავი მთელ არე-მარეს.
- მათეს სახარება 9:31ისინი კი გამოვიდნენ და მთელ იმ მხარეს მოსდეს მისი ამბავი.
- მარკოზის სახარება 1:45მაგრამ ის გამოვიდა, დაიწყო ქადაგება და მთელ ქვეყანას მოსდო მისი ამბავი; ასე რომ, იესოს აღარ შეეძლო ქალაქში აშკარად შესვლა, არამედ გარეთ, უდაბურ ადგილებში იყო, და მოდიოდნენ მასთან ყოველი მხრიდან.
- მიქა 5:4ის დადგება და დამწყესავს უფლის ძალით, უფლის, თავისი ღმერთის სახელის დიდებით, და მობრუნდებიან; რადგან ამიერიდან იდიდებს ის ქვეყნის კიდემდმე
- ლუკას სახარება 4:17მიაწოდეს ესაია წინასწარმეტყველის წიგნი: გადაშალა წიგნი და იპოვა ადგილი. სადაც ეწერა:
- მათეს სახარება 4:24და მოედო მისი ამბავი მთელ სირიას: მოჰყავდათ მასთან უძლურნი, სხვადასხვა სენითა და ჭირით სნეულნი, ეშმაკეულნი, მთვარეულნი და დავრდომილნი, და კურნავდა მათ.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 1
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში