
მათეს სახარება 4:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და მოედო მისი ამბავი მთელ სირიას: მოჰყავდათ მასთან უძლურნი, სხვადასხვა სენითა და ჭირით სნეულნი, ეშმაკეულნი, მთვარეულნი და დავრდომილნი, და კურნავდა მათ.
მათეს სახარება 4:24 · საქართველოს საპატრიარქო
მათეს სახარება 4:24 კონტექსტში
4:22მათაც მყისვე მიატოვეს თავიანთი ნავიც და მამაც, და გაჰყვნენ მას.
4:23მიმოდიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათს სინაგოგებში, ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში.
4:24და მოედო მისი ამბავი მთელ სირიას: მოჰყავდათ მასთან უძლურნი, სხვადასხვა სენითა და ჭირით სნეულნი, ეშმაკეულნი, მთვარეულნი და დავრდომილნი, და კურნავდა მათ.
4:25და მისდევდა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და ათქალაქიდან, იერუსალიმიდან, იუდეიდან და იორდანეს გაღმიდან.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 4:24
- მათეს სახარება 17:15და უთხრა: უფალო! შეიწყალე ჩემი ძე: მთვარეულია და საშინლად იტანჯება, ვინაიდან ხშირად ცეცხლში და ხშირად კიდევ წყალში ვარდება.
- მათეს სახარება 8:6უფალო, დავრდომილი მსახური მიწევს სახლში და სასტიკად იტანჯება.
- მათეს სახარება 15:22და აჰა, ერთი ქანაანელი ქალი, იმ საზღვრებიდან გამოსული, მიჰყვიროდა მას და ამბობდა: შემიწყალე მე, უფალო, დავითის ძეო: ჩემი ასული საშინლად იტანჯება ეშმაკისაგან.
- ლუკას სახარება 5:15მაგრამ მისი ამბავი სულ უფრო ფართოდ ედებოდა მთელ ქვეყანას და დიდძალი ხალხი აწყდებოდა, რათა მოესმინათ და განკურნებულიყვნენ თავიანთ სნეულებათაგან.
- მათეს სახარება 12:22მაშინ მიჰგვარეს მას ბრმა და მუნჯი ეშმაკეული, და განკურნა იგი, ისე, რომ ამ ბრმასა და მუნჯს თვალი აეხილა და ამეტყველდა.
- მათეს სახარება 17:18შერისხა იგი იესომ და გავიდა ეშმაკი მისგან: და განიკურნა ყმაწვილი იმავე წამს.
- ლუკას სახარება 2:2ეს იყო პირველი აღწერა სირიაში კვირინუსის გამგებლობისას.
- მოციქულთა საქმენი 10:38ვინაიდან სცხო ღმერთმა სულით წმიდითა და ძალით იესო ნაზარეველს, რომელიც დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ყველას, ეშმაკისაგან მიმძლავრებულს, რადგანაც მასთან იყო ღმერთი.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 4
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში