
მარკოზის სახარება 1:43 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მკაცრად გააფრთხილა და მაშინვე გაისტუმრა იგი.
მარკოზის სახარება 1:43 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 27 მარტი, 2027, დიდმარხვის მეორე შაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 1:43 კონტექსტში
1:41შეებრალა იგი იესოს, ხელი გაიწოდა, შეეხო და უთხრა: მნებავს, განიწმინდე;
1:42ამის თქმაც იყო და მყისვე გაეყარა მას კეთრი და განიწმინდა.
1:43მკაცრად გააფრთხილა და მაშინვე გაისტუმრა იგი.
1:44უთხრა: იცოდე ნურავის ნურაფერს ეტყვი, არამედ წადი, ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი განწმენდისათვის, რაც ბრძანა მოსემ მათდა სამოწმებლად.
1:45მაგრამ ის გამოვიდა, დაიწყო ქადაგება და მთელ ქვეყანას მოსდო მისი ამბავი; ასე რომ, იესოს აღარ შეეძლო ქალაქში აშკარად შესვლა, არამედ გარეთ, უდაბურ ადგილებში იყო, და მოდიოდნენ მასთან ყოველი მხრიდან.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 1:43
- მათეს სახარება 9:30და აეხილათ თვალები, ხოლო იესომ მკაცრად გააფრთხილა და უთხრა მათ: იცოდეთ, არავინ გაიგოს.
- მარკოზის სახარება 3:12ხოლო იესომ მკაცრად უბრძანა მათ, არ გამთქვათო.
- ლუკას სახარება 8:56მშობლები გაოგნებულნი იყვნენ. ხოლო იესომ უბრძანა მათ, არავისთვის ეთქვათ, რაც მოხდა.
- მარკოზის სახარება 5:43იესომ მკაცრად გააფრთხილა ისინი, რომ არავის გაეგო ეს, და უთხრა, საჭმელი მიეცათ გოგონასათვის.
- მარკოზის სახარება 7:36და უბრძანა მათ, არავისთან გამამხილოთო, მაგრამ რაც უფრო მეტს უბრძანებდა, მით უფრო მეტად ამხელდნენ;
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 1
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში