
მარკოზის სახარება 1:42 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამის თქმაც იყო და მყისვე გაეყარა მას კეთრი და განიწმინდა.
მარკოზის სახარება 1:42 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 27 მარტი, 2027, დიდმარხვის მეორე შაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 1:42 კონტექსტში
1:40მაშინ მიადგა ერთი კეთროვანი, ევედრებოდა და მუხლმოყრით ეუბნებოდა: თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა.
1:41შეებრალა იგი იესოს, ხელი გაიწოდა, შეეხო და უთხრა: მნებავს, განიწმინდე;
1:42ამის თქმაც იყო და მყისვე გაეყარა მას კეთრი და განიწმინდა.
1:43მკაცრად გააფრთხილა და მაშინვე გაისტუმრა იგი.
1:44უთხრა: იცოდე ნურავის ნურაფერს ეტყვი, არამედ წადი, ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი განწმენდისათვის, რაც ბრძანა მოსემ მათდა სამოწმებლად.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 1:42
- იოანე 15:3თქვენ კი უკვე გაწმენდილნი ხართ სიტყვით, რომელიც გითხარით.
- მათეს სახარება 15:28მაშინ იესომ პასუხად მიუგო მას: ეჰა, ქალო! დიდია შენი რწმენა, და შენი სურვილისამებრ მოგეგოს შენ! და განიკურნა მისი ასული იმავე წამს.
- მარკოზის სახარება 1:31მივიდა, ხელი მოჰკიდა და წამოაყენა; მყისვე გაუარა ცხელებამ და ემსახურებოდა მათ.
- მარკოზის სახარება 5:29და მართლაც, შეხებისთანავე შეუწყდა სისხლის დენა, და ტანმა უგრძნო, რომ განიკურნა სნეულებისგან.
- იოანე 4:50უთხრა მას იესომ: წადი, შენი ძე ცოცხალია. ერწმუნა კაცი იესოს ნათქვამ სიტყვას და წავიდა.
- იოანე 4:53მიხვდა მამა, რომ ეს იყო სწორედ ის საათი, როცა იესომ უთხრა: შენი ძე ცოცხალიაო.
- ფსალმუნები 33:9რადგან მან თქვა და - შეიქმნა, მან ბრძანა და - არსებობს.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 1
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში