
მარკოზის სახარება 10:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოეხვია, ხელი დაადო და დალოცა ისინი.
მარკოზის სახარება 10:16 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 23 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 30 კვირის ოთხშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 10:16 კონტექსტში
10:14ეს რომ დაინახა, განრისხდა და უთხრა მათ: მოუშვით ჩემთან ბავშვები და ნუ უშლით მათ, ვინაიდან მათნაირებისაა ღმრთის სასუფეველი.
10:15ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმრთის სასუფეველს, ვერ შევა მასში.
10:16მოეხვია, ხელი დაადო და დალოცა ისინი.
10:17გზას რომ დაადგა, ვიღაცამ მოირბინა, მუხლი მოიყარა მის წინაშე და უთხრა: კეთილო მოძღვარო, რა ვქნა, რომ დავიმკვიდრო საუკუნო სიცოცხლე?
10:18იესომ მიუგო: რატომ მიწოდებ კეთილს? არავინაა კეთილი, გარდა ერთის - ღმრთისა.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 10:16
- ესაია 40:11როგორც მწყემსი, დამწყესავს ის თავის ფარას, თავისი მკლავით მოუყრის თავს კრავებს და თავისი უბით წაიყვანს, და დედაცხვარს წინ გაუძღვება.
- მარკოზის სახარება 9:36მოიყვანა პატარა ბავშვი, მათ შორის ჩააყენა, ხელი მოხვია და უთხრა მათ:
- შესაქმე 48:14გაიწოდა მარჯვენა ხელი ისრაელმა და თავზე დაადო ეფრემს, რომელიც უმცროსი იყო, ხოლო მარცხენა ხელი მენაშეს დაადო თავზე. განზრახ დაასხა ასე ხელები, თუმცა პირმშო მენაშე იყო.
- შესაქმე 48:16ანგელოზმა, ჩემმა მხსნელმა ყოველი ბოროტისგან, აკურთხონ ეს ყმაწვილები, იწოდებოდნენ ჩემი სახელით, ჩემი მამა-პაპის სახელით, აბრაამისა და ისაკისა, დიდად გამრავლდნენ ამ ქვეყანაზე.
- მეორე სთვლისაება 28:3კურთხეულიმც ხარ ქალაქად და კურთხეულიმც ხარ ველად!
- ლუკას სახარება 2:28ხელში აიყვანა იგი, აკურთხა ღმერთი და თქვა:
- ლუკას სახარება 2:34აკურთხა ისინი სიმონმა და უთხრა მარიამს, იესოს დედას: აჰა, წევს იგი მრავალთა დამამხობლად და აღმადგინებლად ისრაელში, და განხეთქილების ნიშნად.
- ლუკას სახარება 24:50და გაიყვანა ისინი ბეთანიამდე, აღაპყრო ხელნი და აკურთხა ისინი.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 10
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში