
მარკოზის სახარება 11:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კურთხეულია დავითის, ჩვენი მამის, მომავალი სამეფო! ოსანა მაღალთა შინა!
მარკოზის სახარება 11:10 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 1 მარტი, 2027, ხორცის უარყოფის ორშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 11:10 კონტექსტში
11:8ბევრი თავის სამოსელს უფენდა გზაზე, სხვები კი - ხის ტოტებს, რომლებსაც მინდვრად ჭრიდნენ.
11:9წინ მიმავალნიცა და უკან მიმყოლნიც ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ოსანა! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით.
11:10კურთხეულია დავითის, ჩვენი მამის, მომავალი სამეფო! ოსანა მაღალთა შინა!
11:11შევიდა იესო იერუსალიმსა და ტაძარში; როდესაც მოიხილა ყველაფერი, უკვე გვიანი იყო და ბეთანიას გაემართა თორმეტის თანხლებით.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 11:10
- ლუკას სახარება 2:14დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყნად და სათნოება კაცთა შორის.
- ეზექიელი 37:24ჩემი მორჩილი დავითი იქნება მათზე მეფედ და ერთი მწყემსი იქნება ყველასათვის; ივლიან ჩემს სამართალზე და ჩემს წესებს დაიცავენ.
- ეზექიელი 37:25იცხოვრებენ იმ ქვეყანაში, რომელიც ჩემს მორჩილს იაკობს მივეცი; სადაც თქვენი მამა-პაპა ცხოვრობდა, იქ იცხოვრებენ ისინი, მათი შვილები და მათი შვილთაშვილები უკუნისამდე და დავითი, ჩემი მორჩილი, იქნება მათი მთავარი უკუნისამდე.
- იერემია 33:15იმ დღეებში და იმჟამად აღმოვუცენებ დავითს ჭეშმარიტ მორჩს და გავაჩენ სამართალს და სიმართლეს ქვეყანაში.
- იერემია 33:17რადგან ასე ამბობს უფალი: არ მოაკლდება მემკვიდრე დავითს, ისრაელის სახლის ტახტზე მჯდომარე.
- ფსალმუნები 148:1ადიდეთ უფალი. ადიდეთ უფალი ზეციდან, ადიდეთ იგი სიმაღლეებში.
- ამოსი 9:11მას ჟამს აღვმართავ დავითის დამხობილ კარავს: გარღვეულს შევკრავ, დანგრეულს გავამთელებ და ისე აღვადგენ, როგორც ძველ დროში იყო.
- ამოსი 9:12რათა დაეპატრონონ ედომის ნატამალს და ყველა ხალხს, რომელთა შორისაც ჩემი სახელი იხსენიება, ამბობს უფალი ღმერთი, ამის მოქმედი.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 11
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში