
მარკოზის სახარება 11:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიჰგვარეს ჩოჩორი იესოს, ზურგზე დაუფინეს თავიანთი სამოსელი და ზედ შესვეს იგი.
მარკოზის სახარება 11:7 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 1 მარტი, 2027, ხორცის უარყოფის ორშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 11:7 კონტექსტში
11:5ზოგიერთმა იქ მდგომმა ჰკითხა მათ: რას შვრებით, რატომ ხსნით ჩოჩორს?
11:6მათ მიუგეს, როგორც უბრძანა იესომ, და გამოუშვეს ისინი.
11:7მიჰგვარეს ჩოჩორი იესოს, ზურგზე დაუფინეს თავიანთი სამოსელი და ზედ შესვეს იგი.
11:8ბევრი თავის სამოსელს უფენდა გზაზე, სხვები კი - ხის ტოტებს, რომლებსაც მინდვრად ჭრიდნენ.
11:9წინ მიმავალნიცა და უკან მიმყოლნიც ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ოსანა! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 11:7
- ლუკას სახარება 19:35მიჰგვარეს იგი იესოს, ზურგზე დაუფინეს სამოსი და ზედ შესვეს იგი.
- ლუკას სახარება 19:36ხოლო როდესაც დაიძრა, გზაზე უფენდნენ თავიანთ სამოსს.
- ზაქარია 9:9იხარე დიდად, სიონის ასულო! დაეცი ყიჟინა, იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართლი და გამარჯვებული. თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ხრდალი ვირის ნაშიერზე.
- მათეს სახარება 21:4ყოველივე ეს იქმნა, რათა აღსრულდეს წინასწარმეტყველის მიერ თქმული, რომელიც ამბობს:
- მათეს სახარება 21:5უთხარით სიონის ასულს: აჰა, გიახლოვდება შენი მშვიდი მეუფე, ვირსა და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე, მჯდარი.
- იოანე 12:12მეორე დღეს დღესასწაულზე მოსულმა დიდძალმა ხალხმა, რაკი გაიგო, იესო იერუსალიმს მოდისო,
- იოანე 12:16მისი მოწაფეები კი პირველად ვერ მიხვდნენ ამას, მაგრამ როცა განდიდებულ იქნა იესო, მაშინღა გაიხსენეს, რომ ასე იყო დაწერილი მისთვის, და ასევე მოექცნენ მას.
- მათეს სახარება 21:7მოჰგვარეს ვირი და ჩოჩორი, ზედ დაუფინეს თავიანთი სამოსი, და შეჯდა მათზე.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 11
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში