
მარკოზის სახარება 12:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიუტანეს თუ არა, უთხრა მათ: ვისია ეს ხატი და ეს წარწერა? მიუგეს: კეისრისა.
მარკოზის სახარება 12:16 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 15 თებერვალი, 2027 (სახარება).
მარკოზის სახარება 12:16 კონტექსტში
12:14მივიდნენ ისინი და უთხრეს: მოძღვარო, ვიცით, რომ მართალი ხარ, და არავის არჩევ, ვინაიდან არ უყურებ სახეს კაცისას, არამედ სამართლით გვასწავლი ღმრთის გზას. გვმართებს თუ არა ხარკი ვაძლიოთ კეისარს? ვაძლიოთ თუ არ ვაძლიოთ?
12:15ხოლო იესომ შეიცნო მათი თვალთმაქცობა და უთხრა მათ: რატომ მაცდუნებთ? მომიტანეთ დინარი, რათა ჩემი თვალით ვიხილო.
12:16მიუტანეს თუ არა, უთხრა მათ: ვისია ეს ხატი და ეს წარწერა? მიუგეს: კეისრისა.
12:17იესომ მიუგო და უთხრა მათ: მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს - ღმრთისა. და უკვირდათ მისი.
12:18მერე მიუახლოვდნენ სადუკეველნი, რომელნიც ამბობენ, რომ არ არსებობს აღდგომა, და ჰკითხეს:
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 12:16
- ტიმოთეს მიმართ ბ 2:19მაგრამ ურყევი საფუძველი ღვთისა მტკიცეა და აქვს ეს ბეჭედი: „იცის უფალმა, ვინაა მისი“, და: „განუდგეს უსამართლობას ყველა, ვინც აღიარებს უფლის სახელს“.
- გამოცხადება 3:12მძლეველს სვეტად აღვმართავ ჩემი ღვთის ტაძარში, და აღარ გავა გარეთ; და დავაწერ მას სახელს ჩემი ღვთისას, სახელს ჩემი ღვთის ქალაქის - ახალი იერუსალიმისას, ზეცით რომ ჩამოდის ჩემი ღვთისაგან, და ჩემს ახალ სახელს.
- ლუკას სახარება 20:24მაჩვენეთ დინარი: ვისია ეს ხატი და ეს წარწერა? მიუგეს: კეისრისა.
- ლუკას სახარება 20:26ასე რომ, ვერ შესძლეს სიტყვის მახე დაეგოთ მისთვის ხალხის წინაშე და მისი პასუხით განცვიფრებულნი დადუმდნენ.
- მათეს სახარება 22:19მიჩვენეთ ფული, რომლითაც იხდით ხარკს. და მიართვეს მას დინარი.
- მათეს სახარება 22:22ეს რომ გაიგონეს, განცვიფრდნენ ისინი, მიატოვეს ის და წავიდნენ.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 12
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში