
მარკოზის სახარება 12:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა, თუ ვინმეს მოუკვდება ძმა, რომელსაც დარჩება ცოლი, მაგრამ არ დარჩება შვილი, დაე, მისმა ძმამ მოიყვანოს მისი ცოლი, რათა აღუდგინოს თავის ძმას მისი თესლი.
მარკოზის სახარება 12:19 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 16 თებერვალი, 2027 (სახარება).
მარკოზის სახარება 12:19 კონტექსტში
12:17იესომ მიუგო და უთხრა მათ: მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს - ღმრთისა. და უკვირდათ მისი.
12:18მერე მიუახლოვდნენ სადუკეველნი, რომელნიც ამბობენ, რომ არ არსებობს აღდგომა, და ჰკითხეს:
12:19მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა, თუ ვინმეს მოუკვდება ძმა, რომელსაც დარჩება ცოლი, მაგრამ არ დარჩება შვილი, დაე, მისმა ძმამ მოიყვანოს მისი ცოლი, რათა აღუდგინოს თავის ძმას მისი თესლი.
12:20იყო შვიდი ძმა; პირველმა შეირთო ცოლი და უშვილოდ მოკვდა.
12:21მეორემ შეირთო იგი და ისიც უშვილოდ მოკვდა. ასევე მესამეც.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 12:19
- მეორე სთვლისაება 25:5თუ ძმები ერთად ცხოვრობენ და ერთი მათგანი უშვილოდ მოკვდება, მისი ქვრივი არ უნდა მისთხოვდეს გარეთ უცხო კაცს, არამედ მაზლი უნდა შევიდეს მასთან, ცოლად ითხოვოს და შეეუღლოს მას.
- მეორე სთვლისაება 25:10და დაერქმევა სახელად ისრაელში: ფეხგახდილის სახლი.
- რუთი 4:5თქვა ბოყაზმა: როცა ნაყომისგან ყანას იყიდი, მოაბელი რუთისგან, გარდაცვლილის ცოლისგანაც უნდა იყიდო, რომ სახელი აღუდგინო თავის სამკვიდროში გარდაცვლილს.
- რუთი 1:11უთხრა ნაყომიმ: გაბრუნდით, შვილებო, რისთვის უნდა წამომყვეთ? განა კიდევ მყავს მუცელში ვაჟები, რომ ქმრებად გაგიხდნენ?
- რუთი 1:13განა თქვენ დაელოდებით მათ დაზრდას? განა უარს იტყვით გათხოვებაზე? არა, შვილებო, ძალზე მენანებით, რადგან მომწვდა მე უფლის ხელი.
- შესაქმე 38:8უთხრა იუდამ ონანს: შედი შენი ძმის ცოლთან, ექმრე მას და თესლი აღუდგინე შენს ძმას.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 12
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში