
რუთი 1:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
განა თქვენ დაელოდებით მათ დაზრდას? განა უარს იტყვით გათხოვებაზე? არა, შვილებო, ძალზე მენანებით, რადგან მომწვდა მე უფლის ხელი.
რუთი 1:13 · საქართველოს საპატრიარქო
რუთი 1:13 კონტექსტში
1:11უთხრა ნაყომიმ: გაბრუნდით, შვილებო, რისთვის უნდა წამომყვეთ? განა კიდევ მყავს მუცელში ვაჟები, რომ ქმრებად გაგიხდნენ?
1:12გაბრუნდით, შვილებო, წადით! დავბერდი, აღარ მეყოლება ქმარი. კიდეც რომ მქონდეს იმედი, კიდეც რომ ვიქნე ამაღამ ქმართან და ვშობო ვაჟები,
1:13განა თქვენ დაელოდებით მათ დაზრდას? განა უარს იტყვით გათხოვებაზე? არა, შვილებო, ძალზე მენანებით, რადგან მომწვდა მე უფლის ხელი.
1:14კვლავ ხმამაღალი ტირილი დაიწყეს. გადაკოცნა ყორფამ დედამთილი, რუთი კი მიეკრო მას.
1:15უთხრა: ხედავ, უბრუნდება შენი რძალი თავის ხალხსა და ღმერთს. მიჰყევი შენს რძალს.
პარალელური ადგილები: რუთი 1:13
- იობი 19:21შემიბრალეთ, შემიბრალეთ, მეგობრებო, რადგან ღვთის ხელი შემეხო მე!
- ფსალმუნები 32:4რადგან დღისით და ღამით მძიმდებოდა შენი ხელი ჩემზე, სინედლე ჩემი შეიცვალა ზაფხულის გვალვით. სელა.
- მსაჯულნი 2:15სადაც არ უნდა წასულიყვნენ, ავბედითად წარმართავდა მათ უფლის ხელი, როგორც უთხრა მათ უფალმა და დაემუქრა მათ უფალი. დიდად შეაჭირვა ისინი.
- ფსალმუნები 38:2რადგან შენი ისრები ჩემშია განწონილი და შენი ხელი მამძიმებს მე.
- ფსალმუნები 39:9დავმუნჯდი, ბაგეს აღარ გავაღებ, რადგან შენ ჰყავი ასეთნაირად.
- ფსალმუნები 39:10ამარიდე სასჯელი შენი; შენი ხელის დარტყმისაგან დარბეული ვარ.
- მეფეთა ა 5:11შეუთვალეს და შეკრიბეს ფილისტიმელთა მთავრები, თქვეს: გაგზავნეთ ისრაელის ღვთის კიდობანი, დაბრუნდეს თავის ადგილზე, რომ არ ამოგვხოცოსო ჩვენ და ჩვენი ხალხი. რადგან შიშის ზარი იყო მთელ ქალაქში, მეტისმეტად დამძიმდა იქ უფლის ხელი.
- მეორე სთვლისაება 2:15უფლის ხელიც იყო მათზე, რომ სრულებით გამწყდარიყვნენ ბანაკში, ვიდრე არ გაწყდნენ.
განაგრძე კითხვა: რუთი 1
სრულად წაიკითხე: რუთი 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში