
მარკოზის სახარება 13:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება მიწისძვრანი ადგილ-ადგილ, იქნება შიმშილობა და შფოთი. და ეს - სალმობათა დასაბამია.
მარკოზის სახარება 13:8 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 19 თებერვალი, 2027 (სახარება).
მარკოზის სახარება 13:8 კონტექსტში
13:6ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით, და იტყვიან: მე ვარო, და მრავალს აცდუნებენ.
13:7ხოლო როდესაც გაიგებთ ომებსა და ომების ამბავს, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველივე ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული.
13:8რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება მიწისძვრანი ადგილ-ადგილ, იქნება შიმშილობა და შფოთი. და ეს - სალმობათა დასაბამია.
13:9არამედ მიხედეთ თქვენს თავს, რადგანაც მიგცემენ სამართალში, მათრახით გცემენ სინაგოგებში, და მიგიყვანენ ჩემ გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, რათა უმოწმოთ მათ.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 13:8
- ფსალმუნები 48:6ძრწოლამ შეიპყრო ისინი, იკლაკნებიან მშობიარესავით.
- მათეს სახარება 24:8ხოლო ყოველივე ეს სალმობათა დასაბამია.
- ესაია 37:3უთხრეს: ასე ამბობს ხიზკიაჰუ: გაჭირვების, სასჯელის და შერცხვენის დღე არის ეს დღე, რადგან საშოს კარს არიან მომდგარი ბავშვები, მაგრამ არ არის შობის ღონე.
- იერემია 49:24შედრკა დამასკო, ზურგი იბრუნა და გაიქცა, კანკალმა აიტანა, ტკივილმა და კრუნჩხვამ დაუარა მშობირე ქალივით.
- ანგეა 2:22დავამხობ სამეფოთა ტახტებს, მოვსპობ ხალხების სამეფოთა ძლიერებას, დავამხობ ეტლებს მხედრებითურთ და დაეცემიან ცხენები და მხედრები ერთმანეთის მახვილით.
- იერემია 6:24გვესმა მათი ამბავი და მოგვიდუნდა ხელები; შეგვიპყრო სატანჯველმა, როგორც მშობიარის ტკივილმა.
- ესაია 19:2ავამხედრებ ეგვიპტელს ეგვიპტელზე: ძმა ძმას დაუწყებს ბრძოლას, მოყვასი მოყვასს, ქალაქი ქალაქს, სამეფო სამეფოს.
- იერემია 13:21რას იტყვი, როცა მოგთხოვენ პასუხს? შენ თავად ასწავლე მათ, როგორ ებატონათ შენზე. განა კრუნჩხვები არ გაგტანჯავს მშობიარე ქალივით?
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 13
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში