გადასვლა შინაარსზე
ქრისტე ყოვლისმპყრობელის ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე, წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა
ქრისტე ყოვლისმპყრობელი, ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე. წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა. Wikimedia Commons, საჯარო დომენი.

მარკოზის სახარება 13:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მარკოზის სახარება 13:10

და პირველად ყველა ხალხს უნდა ექადაგოს სახარება.

მარკოზის სახარება 13:10 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 22 თებერვალი, 2027 (სახარება).

მარკოზის სახარება 13:10 კონტექსტში

13:8რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება მიწისძვრანი ადგილ-ადგილ, იქნება შიმშილობა და შფოთი. და ეს - სალმობათა დასაბამია.

13:9არამედ მიხედეთ თქვენს თავს, რადგანაც მიგცემენ სამართალში, მათრახით გცემენ სინაგოგებში, და მიგიყვანენ ჩემ გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, რათა უმოწმოთ მათ.

13:10და პირველად ყველა ხალხს უნდა ექადაგოს სახარება.

13:11ხოლო როდესაც წაგიყვანენ გასაცემად, წინასწარ ნუ იზრუნებთ, რა ვთქვათო, და ნურც წინასწარ მოიფიქრებთ სათქმელს; არამედ რაც მოგეცემათ იმ ჟამად, ის ილაპარაკეთ; რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ - სული წმიდა.

13:12და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა - შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ.

პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 13:10

განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 13

სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში