
მარკოზის სახარება 14:36 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამბობდა: აბბა, მამაო! ყველაფერი შესაძლებელია შენთვის; ამარიდე ეს სასმისი; თუმცა არა რაც მე მნებავს, არამედ რაც შენ.
მარკოზის სახარება 14:36 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 2 მარტი, 2027, ხორცის უარყოფის სამშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 14:36 კონტექსტში
14:34უთხრა მათ: მწუხარეა ჩემი სული, ვიდრე სიკვდილამდე; იყავით აქ და იფხიზლეთ.
14:35ცოტაზე გაშორდა მათ, მიწაზე დაემხო და ლოცულობდა, რათა, თუკი შესაძლო იყო, ასცდენოდა ეს საათი;
14:36ამბობდა: აბბა, მამაო! ყველაფერი შესაძლებელია შენთვის; ამარიდე ეს სასმისი; თუმცა არა რაც მე მნებავს, არამედ რაც შენ.
14:37დაბრუნებულმა მძინარენი ნახა ისინი და უთხრა პეტრეს: სიმონ, გძინავს? ერთ საათსაც ვერ გასძელი ფხიზლად ყოფნა?
14:38იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში; სული მხნეა, მაგრამ ხორცია უძლური.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 14:36
- გალატელთა მიმართ 4:6ხოლო რაკი ძენი ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც ღაღადებს: „აბბა, მამაო“!
- რომაელთა მიმართ 8:15რადგან მონობის სული როდი მიგიღიათ, რომ კვლავ გეშინოდეთ, არამედ მიიღეთ ძეობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: აბბა, მამაო!
- რომაელთა მიმართ 8:16სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ.
- იოანე 5:30მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად; როგორც მესმის, ისევე განვსჯი, და ჩემი განსჯა არის მართალი, ვინაიდან ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას.
- ებრაელთა მიმართ 5:7რომელმაც მისი ხორციელად ყოფნის დღეებში ხმამაღალი ღაღადისითა და ცრემლების ფრქვევით შესწირა ლოცვა-ვედრება მას, ვისაც შეეძლო სიკვდილისაგან ეხსნა იგი, და შესმენილ იქნა მისი ღვთისმოშიშების გამო.
- ებრაელთა მიმართ 5:8და თუმცა ძე იყო, ტანჯვის გზით ისწავლა მორჩილება.
- ტიმოთეს მიმართ ბ 2:13რომც არ ვირწმუნოთ, ის მაინც სარწმუნოა, რადგანაც თავის თავს ვერ განუდგება.
- იოანე 12:27აწ შეძრწუნდა ჩემი სული და რა უნდა ვთქვა? მამაო, მიხსენ ამ ჟამისაგან; მაგრამ სწორედ ამისთვის მოვედი ამ ჟამს.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 14
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში