გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

რომაელთა მიმართ 8:16: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

10 interpreters აპლიკაციაში

რომაელთა მიმართ 8:16

სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ.

რომაელთა მიმართ 8:16 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 24 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-5 კვირის შაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: რომაელთა მიმართ 8:16

10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “აჰა, რაოდენ დიდია განსხვავება ცხოვრებაში, მონიჭებულ მადლსა და თავისუფლებაში! ამის შემდგომ მოციქული წარმოგვიდგენს ახალ საბუთს იმ აღმატებულებისა, რომელსაც ეს შვილობა გვანიჭებს. რა არის ეს საბუთი? თავად სული, ბრძანებს იგი, შეეწამების სულსა ჩუენსა, ვითარმედ ვართ შვილნი ღმრთისანი (რომ. 8:16).”

    მთელი განმარტება

    აჰა, რაოდენ დიდია განსხვავება ცხოვრებაში, მონიჭებულ მადლსა და თავისუფლებაში! ამის შემდგომ მოციქული წარმოგვიდგენს ახალ საბუთს იმ აღმატებულებისა, რომელსაც ეს შვილობა გვანიჭებს. რა არის ეს საბუთი? თავად სული, ბრძანებს იგი, შეეწამების სულსა ჩუენსა, ვითარმედ ვართ შვილნი ღმრთისანი (რომ. 8:16).

    ამას მხოლოდ სიტყვის საფუძველზე კი არ ვამბობ, არამედ იმ მიზეზითაც, სიტყვას რომ შობს, ვინაიდან ამას სულის შთაგონებით წარმოვთქვამ. სხვა ადგილას მოციქულმა ეს უფრო ნათლად გამოხატა: “რამეთუ მოავლინა ღმერთმან სული ძისა თჳსისაჲ გულთა ჩუენთა, ღაღადებდა: აბბა, მამაო” (გალ. 4:6).

    რას ნიშნავს, “სული შეეწამების სულსა?” ნუგეშინისმცემელი, ბრძანებს მოციქული, მოწმობს ჩვენთვის ბოძებულ ნიჭს. ეს არა მხოლოდ ნიჭის ხმაა, არამედ ნუგეშინისმცემლის ხმაც, რომელმაც ეს ნიჭი მოგვანიჭა. თავად მან, ამ ნიჭის მეშვეობით, გვასწავლა ამ სიტყვის წარმოთქმა.

    როდესაც სულიწმიდა მოწმობს, რა შეიძლება იყოს გაურკვეველი? ადამიანს, ანგელოზს, მთავარანგელოზს, ან სხვა მსგავს ძალას რომ დაეშვა ეს აღთქმა, შესაძლოა, ზოგიერთს კვლავ ჰქონოდა ეჭვი. მაგრამ როდესაც უზენაესი არსება თავად ბოძებს ამას და მოწმობს ამის შესახებ იმ სიტყვით, ლოცვაში რომ უნდა წარმოვთქვათ, მაშინ ვის შეუძლია ეჭვი შეიტანოს ამ ღირსებაში?

    როდესაც მეფე ვინმეს წყალობს და ყველას წინაშე აცხადებს მის პატივს, გაბედავს კი რომელიმე ქვეშევრდომი მის წინააღმდეგ წასვლას?

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. ამბროზიასტერი4 საუკუნე
  4. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  5. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  6. იგნატი (ბრიანჩანინოვი)19 საუკუნე
  7. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  8. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  9. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
  10. ნიკოლოზ ველიმიროვიჩი20 საუკუნე

1 / 10

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

რომაელთა მიმართ 8:16 კონტექსტში

8:14ვინაიდან ღვთის ძეა ყველა, ვისაც ღვთის სული წარმართავს.

8:15რადგან მონობის სული როდი მიგიღიათ, რომ კვლავ გეშინოდეთ, არამედ მიიღეთ ძეობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: აბბა, მამაო!

8:16სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ.

8:17ხოლო თუ შვილები ვართ, მემკვიდრენიცა ვართ, ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუკი მასთან ერთად ვევნებით, რათა მასთან ერთად ვიდიდოთ.

8:18რადგანაც ვფიქრობ, რომ აწინდელი ვნებანი არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც გამოვლინდება ჩვენ მიმართ.

პარალელური ადგილები: რომაელთა მიმართ 8:16

განაგრძე კითხვა: რომაელთა მიმართ 8

სრულად წაიკითხე: რომაელთა მიმართ 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში