
მარკოზის სახარება 15:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და მისცეს მას სასმელად მურნარევი ღვინო, მაგრამ არ მიიღო.
მარკოზის სახარება 15:23 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 30 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა პარასკევი (ვნების მეექვსე სახარება).
მარკოზის სახარება 15:23 კონტექსტში
15:21და აიძულეს მინდვრიდან მომავალი ერთი კირენელი კაცი, სახელად სიმონი, ალექსანდრესა და რუფუსის მამა, ეტვირთა იესოს ჯვარი.
15:22მიიყვანეს იგი იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს.
15:23და მისცეს მას სასმელად მურნარევი ღვინო, მაგრამ არ მიიღო.
15:24ჯვარს აცვეს იგი და წილისყრით გაიყვეს მისი სამოსი: ვის რა შეგვხვდებაო.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 15:23
- მათეს სახარება 27:34მისცეს მას სასმელად ნაღველნარევი ძმარი, და როცა გემო გაუსინჯა, აღარ მოუნდა დალევა.
- იოანე 19:28შემდგომ ამისა, რაკიღა მიხვდა, რომ უკვე დასრულდა ყველაფერი, რათა აღსრულდეს წერილი, იესომ თქვა: მწყურია.
- იოანე 19:30როდესაც იგემა ძმარი, იესომ თქვა: აღსრულდა; თავი დახარა და სული განუტევა.
- ლუკას სახარება 22:18რადგანაც გეუბნებით, რომ აღარ დავლევ ყურძნის ნაყოფისაგან, ვიდრე არ მოიწევა ღმრთის სასუფეველი.
- ლუკას სახარება 23:36ასევე დასცინოდნენ მეომრებიც, მიდიოდნენ, ძმარს აწვდიდნენ
- მარკოზის სახარება 14:25ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აღარა ვსვამ ამიერიდან ვაზის ამ ნაყოფისაგან, ვიდრე იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს ღმრთის სასუფეველში.
- მათეს სახარება 26:19მოწაფეები ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა იესომ, და მოუმზადეს პასექი.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 15
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში