
მარკოზის სახარება 15:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო იყო მესამე საათი, როცა ჯვარს აცვეს იგი.
მარკოზის სახარება 15:25 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 5 მარტი, 2027, ხორცის უარყოფის პარასკევი (სახარება).
მარკოზის სახარება 15:25 კონტექსტში
15:23და მისცეს მას სასმელად მურნარევი ღვინო, მაგრამ არ მიიღო.
15:24ჯვარს აცვეს იგი და წილისყრით გაიყვეს მისი სამოსი: ვის რა შეგვხვდებაო.
15:25ხოლო იყო მესამე საათი, როცა ჯვარს აცვეს იგი.
15:26და მისი ბრალი ამ წარწერით იყო გადმოცემული: იუდეველთა მეფე.
15:27მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი, ერთი მის მარჯვნივ და მეორე - მარცხნივ.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 15:25
- მარკოზის სახარება 15:33ხოლო მეექვსე საათის დამდეგს მეცხრე საათამდე წყვდიადმა მოიცვა მთელი ქვეყანა.
- იოანე 19:14იყო პასექის პარასკევი, ასე, მეექვსე საათი; და უთხრა იუდეველებს: აჰა, თქვენი მეფე!
- ლუკას სახარება 23:44იყო ასე ექვსი საათი და წყვდიადმა მოიცვა მთელი ქვეყანა მეცხრე საათამდე.
- მოციქულთა საქმენი 2:15ესენი მთვრალები როდი არიან, როგორც თქვენ ფიქრობთ, ვინაიდან დღის მესამე საათია.
- მათეს სახარება 27:45ხოლო მეექვსე საათიდან მეცხრე საათამდე წყვდიადმა მოიცვა მთელი ქვეყანა.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 15
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში