
მარკოზის სახარება 15:43 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოვიდა იოსებ არიმათიელი, მრჩეველთა კეთილშობილი წევრი, თვითონაც რომ მოელოდა ღმრთის სასუფეველს, თამამად შევიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი.
მარკოზის სახარება 15:43 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 30 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა პარასკევი (ვნების მეათე სახარება).
მარკოზის სახარება 15:43 კონტექსტში
15:41რომლებიც თან დაჰყვებოდნენ, როცა გალილეაში იყო, და ემსახურებოდნენ მას; და სხვაც მრავალი, მასთან ერთად ამოსული იერუსალიმს.
15:42მწუხრის ჟამს - ვინაიდან პარასკევი იყო, შაბათის წინა დღე, -
15:43მოვიდა იოსებ არიმათიელი, მრჩეველთა კეთილშობილი წევრი, თვითონაც რომ მოელოდა ღმრთის სასუფეველს, თამამად შევიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი.
15:44ხოლო პილატეს გაუკვირდა, განა უკვე მოკვდაო? მოუხმო ასისთავს და ჰკითხა: დიდი ხანია მოკვდა?
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 15:43
- ლუკას სახარება 2:38სწორედ იმ ხანად მოვიდა, ადიდებდა ღმერთს და ყრმაზე ელაპარაკებოდა ყველას, ვინც ხსნას ელოდა იერუსალიმში.
- ლუკას სახარება 2:25და აჰა, იყო ერთი კაცი იერუსალიმში, სახელად სიმონი, კაცი მართალი და ღვთისმოსავი, რომელიც მოელოდა ნუგეშისცემას ისრაელისას, და სული წმიდა იყო მასზე.
- ლუკას სახარება 23:51რომელიც არ მონაწილეობდა მათს თათბირსა და მათს საქმეში და თავადაც მოელოდა ღმრთის სასუფეველს, იუდეის ქალაქ არიმათეის მკვიდრი,
- მოციქულთა საქმენი 17:12მრავალმა მათგანმა ირწმუნა, და მათ შორის იყვნენ ბერძნებიც: ბევრი წარჩინებული კაცი თუ ქალი.
- მათეს სახარება 27:57მწუხრის ჟამს მოვიდა მდიდარი არიმათიელი კაცი, სახელად იოსები, რომელიც აგრეთვე იესოს მოწაფე იყო.
- იოანე 19:38ამის შემდეგ იოსებ არიმათიელმა (რომელიც იესოს მოწაფე იყო, მაგრამ ფარულად, ვინაიდან იუდეველებისა ეშინოდა) სთხოვა პილატეს, რათა ჩამოეხსნა იესოს გვამი. პილატემ ნება დართო; ისიც მივიდა და ჩამოხსნა იესოს გვამი.
- მათეს სახარება 19:30მაგრამ მრავალი პირველი იქნება უკანასკნელი, და უკანასკნელი - პირველი.
- მოციქულთა საქმენი 13:50მაგრამ იუდეველებმა წააქეზეს ღვთისმოსავი და წარჩინებული ქალები და ქალაქის თავკაცნი, დევნა დაუწყეს პავლესა და ბარნაბას და თავიანთი საზღვრებიდან გააძევეს ისინი.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 15
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში