
მარკოზის სახარება 15:45 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და როცა შეიტყო ასისთავისგან, მისცა იოსებს მისი გვამი.
მარკოზის სახარება 15:45 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 30 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა პარასკევი (ვნების მეათე სახარება).
მარკოზის სახარება 15:45 კონტექსტში
15:43მოვიდა იოსებ არიმათიელი, მრჩეველთა კეთილშობილი წევრი, თვითონაც რომ მოელოდა ღმრთის სასუფეველს, თამამად შევიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი.
15:44ხოლო პილატეს გაუკვირდა, განა უკვე მოკვდაო? მოუხმო ასისთავს და ჰკითხა: დიდი ხანია მოკვდა?
15:45და როცა შეიტყო ასისთავისგან, მისცა იოსებს მისი გვამი.
15:46ხოლო მან იყიდა ტილო და ჩამოხსნა იგი ჯვრიდან, გახვია ტილოში და სამარხში დაასვენა, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი, და ლოდი მიაყუდა სამარხის კარს.
15:47ხოლო მარიამ მაგდალელი და მარიამ იოსესი ხედავდნენ, სადაც დაასვენეს იგი.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 15:45
- მათეს სახარება 27:58მივიდა იგი პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი; და მაშინ ბრძანა პილატემ, მიეცათ მისთვის.
- იოანე 19:38ამის შემდეგ იოსებ არიმათიელმა (რომელიც იესოს მოწაფე იყო, მაგრამ ფარულად, ვინაიდან იუდეველებისა ეშინოდა) სთხოვა პილატეს, რათა ჩამოეხსნა იესოს გვამი. პილატემ ნება დართო; ისიც მივიდა და ჩამოხსნა იესოს გვამი.
- მარკოზის სახარება 15:39როცა მის პირდაპირ მდგარმა ასისთავმა დაინახა, რომ ასე შეღაღადა და განუტევა სული, თქვა: ჭეშმარიტად ეს კაცი ძე იყო ღმრთისა.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 15
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში