
მარკოზის სახარება 2:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო იესომ მიუგო მათ: განა შეიძლება მარხულობდნენ მექორწილენი, ვიდრე მათთანაა სიძე? სანამდის სიძე გვერდითა ჰყავთ, ვერ იმარხულებენ.
მარკოზის სახარება 2:19 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 10 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-12 კვირის პარასკევი (სახარება).
მარკოზის სახარება 2:19 კონტექსტში
2:17ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ: მართალთა სახმობლად კი არ მოვედი, არამედ ცოდვილთა სინანულად.
2:18იოანეს მოწაფეები და ფარისევლები მარხულობდნენ. მივიდნენ და უთხრეს მას: რატომ მარხულობენ იოანეს მოწაფეები და ფარისევლები, შენი მოწაფეები კი არა?
2:19ხოლო იესომ მიუგო მათ: განა შეიძლება მარხულობდნენ მექორწილენი, ვიდრე მათთანაა სიძე? სანამდის სიძე გვერდითა ჰყავთ, ვერ იმარხულებენ.
2:20დადგება დღე, როცა სიძე აღარ ეყოლებათ, და მაშინ იმარხულებენ.
2:21არავინ ადებს ახალ საკერებელს დახეულ სამოსს, ვინაიდან ახალს ვერ დაიჭერს ძველი და უფრო დაიხევა.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 2:19
- მათეს სახარება 25:1მაშინ მიემსგავსება ცათა სასუფეველი ათ ქალწულს, რომლებმაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გადავიდნენ სიძის შესაგებებლად.
- მათეს სახარება 25:10როცა საყიდლად წავიდნენ, მოვიდა სიძე; მზადმყოფნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და დაიხშო კარი.
- შესაქმე 29:22შეჰყარა იმ ადგილის კაცები ლაბანმა და გამართა ლხინი.
- მსაჯულნი 14:10მივიდა მამამისი ქალთან და სამსონმა იქვე გადაიხადა ლხინი, როგორც სასიძოები იქცევიან ხოლმე.
- მსაჯულნი 14:11როცა იგი ნახეს, ოცდაათი მაყარი ამოურჩიეს, და ისინიც იყვნენ მასთან.
- ფსალმუნები 45:14მოქარგული კაბით მოჰყავთ იგი მეფესთან; მის უკან ქალწულნი, დობილნი მისნი მოჰყავთ შენთან.
- ქებათა ქება 6:8სამოცი დედოფალია, ოთხმოცი ხარჭა და ურიცხვი ქალწული;
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 2
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში