
მარკოზის სახარება 2:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რა უფრო ადვილია: ამისი თქმა დამბლადაცემულის მიმართ: მოგეტევოს შენი ცოდვები; თუ ამისა: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი?
მარკოზის სახარება 2:9 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 28 მარტი, 2027, დიდმარხვის მეორე კვირა (სახარება).
მარკოზის სახარება 2:9 კონტექსტში
2:7ამას რას ამბობს? ღმერთსა ჰგმობს: ვის შეუძლია ცოდვათა მიტევება, გარდა ერთის - ღმერთისა?
2:8ხოლო იესომ მყისვე შეიცნო სულით, რასაც ფიქრობდნენ, და უთხრა მათ: რად ფიქრობთ მაგას თქვენს გულში?
2:9რა უფრო ადვილია: ამისი თქმა დამბლადაცემულის მიმართ: მოგეტევოს შენი ცოდვები; თუ ამისა: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი?
2:10მაგრამ რათა იცოდეთ, რომ ძეს კაცისას ძალი შესწევს ამ ქვეყნად ცოდვათა მიტევებისა, - უთხრა დავრდომილს:
2:11შენ გეუბნები: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 2:9
- ლუკას სახარება 5:22მაგრამ იესომ შეიცნო მათი ზრახვანი და უთხრა მათ: ამას რას ფიქრობთ თქვენს გულში?
- ლუკას სახარება 5:25ისიც მაშინვე აღდგა მათ თვალწინ, აიღო, რაზედაც იწვა და წავიდა თავის სახლში, და ადიდებდა ღმერთს.
- მათეს სახარება 9:5რა უფრო ადვილია: ამის თქმა - მოგეტევოს შენი ცოდვები: თუ ამისა - აღდეგ და წადი?
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 2
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში