
მათეს სახარება 9:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რა უფრო ადვილია: ამის თქმა - მოგეტევოს შენი ცოდვები: თუ ამისა - აღდეგ და წადი?
მათეს სახარება 9:5 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 1 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-6 კვირიაკე (სახარება).
მათეს სახარება 9:5 კონტექსტში
9:3ზოგიერთი მწიგნობარი გულში ამბობდა: ღმერთს გმობსო იგი.
9:4ხოლო იესო მიხვდა მათს ზრუნვას და თქვა: რატომ იზრახავთ ბოროტს თქვენს გულში?
9:5რა უფრო ადვილია: ამის თქმა - მოგეტევოს შენი ცოდვები: თუ ამისა - აღდეგ და წადი?
9:6ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძეს კაცისას ძალა შესწევს ამ ქვეყნად ცოდვების მიტევებისა, - ასე უთხრა დავრდომილს - აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 9:5
- იოანე 5:8და უთხრა იესომ: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი.
- იოანე 5:14ამის შემდეგ ტაძარში დაინახა იგი იესომ და უთხრა: აჰა, განიკურნე; ნუღარა სცოდავ, რათა უარესი არ დაგემართოს.
- მარკოზის სახარება 2:9რა უფრო ადვილია: ამისი თქმა დამბლადაცემულის მიმართ: მოგეტევოს შენი ცოდვები; თუ ამისა: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი?
- მარკოზის სახარება 2:12ისიც მაშინვე აღდგა, აიღო თავისი სარეცელი და გამოვიდა ყველას წინაშე, ისე რომ, უკვირდა ყველას, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: არასოდეს ამგვარი რამ არ გვინახავსო.
- მოციქულთა საქმენი 3:16რაკიღა ირწმუნა მისი სახელი, ეს კაცი, ვისაც ხედავთ და იცნობთ, განამტკიცა მისმა სახელმა; და მისმა რწმენამ ყველა თქვენგანის წინაშე უბოძა სიმრთელე.
- ლუკას სახარება 5:23რა უფრო ადვილია: ამისი თქმა: მოგეტევოს შენი ცოდვები; თუ ამისა: აღდეგ და წადი?
- ლუკას სახარება 5:25ისიც მაშინვე აღდგა მათ თვალწინ, აიღო, რაზედაც იწვა და წავიდა თავის სახლში, და ადიდებდა ღმერთს.
- მოციქულთა საქმენი 14:8ლისტრაში იჯდა ერთი კაცი, ორივე ფეხწართმეული, და დედის საშოდანვე ხეიბრად შობილს თავის დღეში არ გაევლო.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 9
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში