
მარკოზის სახარება 3:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აირჩია თორმეტი, და სიმონს სახელად უწოდა პეტრე.
მარკოზის სახარება 3:16 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 30 ივნისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-2 კვირის ოთხშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 3:16 კონტექსტში
3:14აირჩია თორმეტი, რათა ყოფილიყვნენ მასთან და საქადაგებლად წარეგზავნა ისინი,
3:15და რათა ჰქონოდათ სნეულთა განკურნებისა და ეშმაკთა განდევნის ძალა.
3:16აირჩია თორმეტი, და სიმონს სახელად უწოდა პეტრე.
3:17ხოლო იაკობს ზებედესას და იაკობის ძმას იოანეს უწოდა ბოანერგეს, რაც ნიშნავს: ქუხილის ძენი;
3:18ანდრია და ფილიპე, ბართლომე და მათე, თომა და იაკობ ალფესი, თადეოსი და სიმონ კანანელი.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 3:16
- იოანე 1:42და იესოსთან მიიყვანა იგი. ხოლო იესომ შეხედა მას და უთხრა: შენა ხარ სიმონი, იონას ძე: ამიერიდან იწოდები კეფად (რაც თარგმანით ნიშნავს: კლდე).
- მოციქულთა საქმენი 1:13შინ შესვლისთანავე ავიდნენ ზედა თვალში, სადაც იყვნენ პეტრე და იაკობი, იოანე და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, იაკობ ალფესი, სიმონ ზელოტე და იუდა იაკობისა,
- პეტრეს ეპისტოლე ბ 1:1სიმონ-პეტრე, იესო ქრისტეს მონა და მოციქული, - მათ, ვინც ჩვენსავით მიიღო იგივე ძვირფასი რწმენა, ჩვენი ღვთისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს სიმართლით,
- კორინთელთა მიმართ ა 1:12იმას ვგულისხმობ, რომ ყოველი თქვენგანი ამბობს: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსისა, მე კეფასი, მე კი ქრისტესიო.
- კორინთელთა მიმართ ა 3:22პავლე თუ აპოლოსი, კეფა თუ ქვეყანა, სიცოცხლე თუ სიკვდილი, აწმყო თუ მომავალი, თქვენია ყოველი.
- მათეს სახარება 10:2ხოლო ამ თორმეტი მოციქულის სახელებია: პირველად სიმონი, პეტრედ წოდებული, და მისი ძმა ანდრია; იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე;
- მათეს სახარება 10:4სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
- კორინთელთა მიმართ ა 9:5ნუთუ უფლება არა გვაქვს მოვიყვანოთ მორწმუნე ცოლი, როგორც სხვა მოციქულებს, უფლის ძმებსა და კეფას?
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 3
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში