
მარკოზის სახარება 3:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ანდრია და ფილიპე, ბართლომე და მათე, თომა და იაკობ ალფესი, თადეოსი და სიმონ კანანელი.
მარკოზის სახარება 3:18 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 30 ივნისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-2 კვირის ოთხშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 3:18 კონტექსტში
3:16აირჩია თორმეტი, და სიმონს სახელად უწოდა პეტრე.
3:17ხოლო იაკობს ზებედესას და იაკობის ძმას იოანეს უწოდა ბოანერგეს, რაც ნიშნავს: ქუხილის ძენი;
3:18ანდრია და ფილიპე, ბართლომე და მათე, თომა და იაკობ ალფესი, თადეოსი და სიმონ კანანელი.
3:19და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
3:20მივიდა სახლში, და კვლავ შეგროვდა იმდენი ხალხი, რომ პურის ჭამა ვეღარ შეიძლეს.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 3:18
- მოციქულთა საქმენი 1:13შინ შესვლისთანავე ავიდნენ ზედა თვალში, სადაც იყვნენ პეტრე და იაკობი, იოანე და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, იაკობ ალფესი, სიმონ ზელოტე და იუდა იაკობისა,
- მარკოზის სახარება 2:14გზად მიმავალმა დაინახა ლევი ალფესი, რომელიც საბაჟოში იჯდა, და უთხრა მას, გამომყევიო: ისიც ადგა და გაჰყვა.
- იაკობის ეპისტოლე 1:1იაკობი, მონა ღვთისა და უფალ იესო ქრისტესი, თორმეტ განთესილ ტომს, - გიხაროდეთ.
- მათეს სახარება 9:9იქიდან წამოსულმა იესომ დაინახა საბაჟოში მჯდომარე კაცი, რომელსაც მათე ერქვა სახელად, და უთხრა მას გამომყევიო; ისიც ადგა და გაჰყვა.
- იოანე 1:40ხოლო ამ ორთაგან ერთი, იოანესგან რომ გაიგონა იესოს სახელი და გაჰყვა მას, ანდრია, სიმონ-პეტრეს ძმა იყო,
- იოანე 1:43მეორე დღეს გალილეას წასვლა მოისურვა იესომ; ნახა ფილიპე და უთხრა, გამომყევიო.
- იოანე 1:45მივიდა ფილიპე ნათანაელთან და უთხრა: ვპოვეთ ის, ვისთვისაც დაწერეს მოსემ რჯულში და წინასწარმეტყველებმა: იესო, ძე იოსებისა, ნაზარეველი.
- გალატელთა მიმართ 1:19სხვა მოციქულთაგან არავინ მინახავს, უფლის ძმის, იაკობის გარდა.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 3
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში