
მარკოზის სახარება 3:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშინ მოუხმო და იგავით უთხრა მათ: როგორ შეუძლია სატანას სატანის გაძევება?
მარკოზის სახარება 3:23 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 15 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 13 კვირის ოთხშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 3:23 კონტექსტში
3:21გაიგეს მისმა ახლობლებმა და მოვიდნენ, რათა შეეპყროთ იგი, ვინაიდან ამბობდნენ, შეიშალაო.
3:22ხოლო იერუსალიმიდან ჩამოსული მწიგნობრები ამბობდნენ: ბელზებული ჰყავს და ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ.
3:23მაშინ მოუხმო და იგავით უთხრა მათ: როგორ შეუძლია სატანას სატანის გაძევება?
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 3:23
- მათეს სახარება 12:25მაგრამ იცოდა იესომ, რასაც ფიქრობდნენ ისინი, და უთხრა მათ: ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება: და ყოველი ქალაქი, გინდა სახლი, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, დაიქცევა.
- მათეს სახარება 12:30ვინც ჩემთან არაა, ჩემ წინააღმდეგაა; და ვინც ჩემთან არა კრებს, - ფანტავს.
- ლუკას სახარება 11:17მაგრამ ის მიხვდა, რასაც ფიქრობდნენ, და უთხრა მათ: ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება და ყოველი სახლი, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, დაიქცევა.
- ლუკას სახარება 11:23ვინც ჩემთან არაა, ჩემ წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან არა კრებს, - ფანტავს.
- მათეს სახარება 13:34ყოველივე ამას იგავებით ეუბნებოდა ხალხს იესო და გარდა იგავისა არაფერს ეტყოდა მათ.
- მათეს სახარება 4:10მაშინ მიუგო მას იესომ: გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე.
- მარკოზის სახარება 4:2ბევრ რასმე ასწავლიდა იგავებით და თავისი სწავლით ამბობდა:
- ფსალმუნები 49:4ყურს მივუგდებ იგავს, ქნარზე ამოვხსნი ჩემს გამოცანას,
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 3
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში