
მარკოზის სახარება 4:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მთესავი სიტყვას თესავს.
მარკოზის სახარება 4:14 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 4 სექტემბერი, 2028, სულთმოფენობის შემდგომი 14 კვირის ორშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 4:14 კონტექსტში
4:12რადგან თვალით მხედველნი ვერას ხედავენ, და ყურით მსმენელნი ვერას ისმენენ, რათა არ მოიქცნენ და არ მიეტევოთ ცოდვები.
4:13და უთხრა მათ: ეს იგავი არ გესმით და როგორღა გაიგებთ დანარჩენთ?
4:14მთესავი სიტყვას თესავს.
4:15გზის პირას დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომლებშიაც ითესება სიტყვა, მაგრამ სიტყვის მოსმენისთანავე მიადგებათ სატანა და მოსტაცებთ სიტყვას, რომელიც მათს გულში ჩაითესა.
4:16ასევე, ქვიან ადგილას დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომელნიც სიტყვის მოსმენისთანავე სიხარულით იღებენ მას;
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 4:14
- მოციქულთა საქმენი 8:4ხოლო მიმოფანტულნი დადიოდნენ და ახარებდნენ სიტყვას.
- მათეს სახარება 13:19ყველას, ვინც ისმენს სასუფევლის სიტყვას, მაგრამ არ ესმის იგი, მიადგება უკეთური და მოსტაცებს გულში ჩათესილს: ეს არის თესლი, გზის პირას რომ დაითესა.
- ლუკას სახარება 8:11აი, რას ნიშნავს ეს იგავი: თესლი სიტყვაა ღმრთისა;
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:23როგორც ხრწნადი კი არა, არამედ უხრწნელი თესლის - ღვთის ცოცხალი და წარუვალი სიტყვის მიერ ხელახლა შობილთ.
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:25ღვთის სიტყვა კი წარუვალია. სწორედ ესაა სიტყვა, თქვენ რომ გეხარათ.
- მათეს სახარება 13:37ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: საღი თესლის მთესავი ძეა კაცისა.
- მარკოზის სახარება 2:2და მაშინვე იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ კართანაც აღარ დარჩა ადგილი; და ეუბნებოდა მათ სიტყვას.
- მარკოზის სახარება 4:3ისმინეთ: აჰა, გამოვიდა მთესავი თესვად.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 4
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში