
მარკოზის სახარება 4:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ბევრ რასმე ასწავლიდა იგავებით და თავისი სწავლით ამბობდა:
მარკოზის სახარება 4:2 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 17 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 13 კვირის პარასკევი (სახარება).
მარკოზის სახარება 4:2 კონტექსტში
4:1კვლავ დაიწყო სწავლება ზღვის პირას და შეგროვდა მის ირგვლივ იმდენი ხალხი, რომ ნავში ჩაჯდა და ზღვაში შევიდა, ხოლო მთელი ხალხი ზღვის პირას, ხმელეთზე იყო.
4:2ბევრ რასმე ასწავლიდა იგავებით და თავისი სწავლით ამბობდა:
4:3ისმინეთ: აჰა, გამოვიდა მთესავი თესვად.
4:4ხოლო თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა; მოფრინდნენ ცის ფრინველები და აკენკეს ისინი.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 4:2
- მარკოზის სახარება 4:11და უთხრა მათ: თქვენ მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო გარეშეთათვის ყველაფერი იგავში ხდება.
- მარკოზის სახარება 3:23მაშინ მოუხმო და იგავით უთხრა მათ: როგორ შეუძლია სატანას სატანის გაძევება?
- მათეს სახარება 13:34ყოველივე ამას იგავებით ეუბნებოდა ხალხს იესო და გარდა იგავისა არაფერს ეტყოდა მათ.
- მათეს სახარება 13:35რათა აღსრულდეს წინასწარმეტყველის მიერ თქმული, რომელიც ამბობს: გავხსნი ჩემს ბაგეს იგავთ სათქმელად, და ვიტყვი, რაც დაფარულია ქვეყნის დასაბამიდან.
- მათეს სახარება 13:10მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს მას: რატომ ელაპარაკები მათ იგავებით?
- მათეს სახარება 13:3ბევრ რასმე ასწავლიდა მათ იგავებით და ამბობდა: აჰა, გამოვიდა მთესავი თესვად.
- იოანე 7:16მიუგო იესომ და უთხრა მათ: ჩემი მოძღვრება ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მომავლინებლისა.
- იოანე 7:17ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, შეიცნობს, ვისია ეს მოძღვრება: ღმრთისაგან არის თუ ჩემით ვლაპარაკობ.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 4
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში