
მარკოზის სახარება 4:37 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამოვარდა საშინელი ქარიშხალი და ტალღები ეხეთქებოდნენ ნავს, ისე რომ, ლამის წყლით აივსო იგი.
მარკოზის სახარება 4:37 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 6 სექტემბერი, 2028, სულთმოფენობის შემდგომი 14 კვირის ოთხშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 4:37 კონტექსტში
4:35იმ დღეს, მწუხრის ჟამს, უთხრა მათ: გაღმა გავიდეთო.
4:36გაისტუმრეს ხალხი და წაიყვანეს იგი ნავით, რომელშიც იჯდა. და სხვა ნავებიც მისდევდნენ მას.
4:37ამოვარდა საშინელი ქარიშხალი და ტალღები ეხეთქებოდნენ ნავს, ისე რომ, ლამის წყლით აივსო იგი.
4:38ხოლო ის კიჩოზე იწვა და სასთუმალზე ეძინა. გააღვიძეს და უთხრეს: მოძღვარო, არ გენაღვლება, რომ ვიღუპებით?
4:39მაშინ წამოდგა, შერისხა ქარი და უბრძანა ზღვას: დაყუჩდი, დაცხრი! და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 4:37
- მათეს სახარება 8:23ჩაჯდა ნავში და გაჰყვნენ მისი მოწაფეები.
- მათეს სახარება 8:24და, აჰა, საშინლად აღელდა ზღვა, ისე რომ, ტალღებით იფარებოდა ნავი: მას კი ეძინა.
- იობი 1:19ამ დროს დაბერა უდაბნოდან დიდმა ქარმა, ეძგება სახლის ოთხსავე კუთხეს, ჭერი თავზე დაემხო ყმაწვილებს და დაიხოცნენ. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი.
- ლუკას სახარება 8:22მოხდა ისე, რომ ერთ დღეს თავის მოწაფეებთან ერთად ჩაჯდა ნავში და უთხრა მათ: ტბის გაღმა გავიდეთო; და გაცურეს.
- ლუკას სახარება 8:23ხოლო ცურვისას ჩაეძინა. და ამოვარდა გრიგალი ტბაზე; წყლით ივსებოდა ნავი და ჩაძირვას უქადდა მათ.
- ფსალმუნები 107:23ზღვაში ხომალდებით გამგზავრებულებმა, დიდ წყლებზე საქმის მკეთებლებმა -
- ფსალმუნები 107:31დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ.
- იონა 1:4ამოაგდო უფალმა ძლიერი ქარი ზღვაზე. დიდმა ქარიშხალმა ააბობოქრა ზღვა; ცოტაც და, უნდა დალეწიღიეო ხომალდი.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 4
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში