
ფსალმუნი 107:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ზღვაში ხომალდებით გამგზავრებულებმა, დიდ წყლებზე საქმის მკეთებლებმა -
ფსალმუნი 107:23 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 107:23 კონტექსტში
107:21დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ.
107:22შესწირონ შესაწირავები ქებისა და ილაპარაკონ მის საქმეებზე გალობით.
107:23ზღვაში ხომალდებით გამგზავრებულებმა, დიდ წყლებზე საქმის მკეთებლებმა -
107:24მათ ნახეს საქმენი უფლისა და საოცრებანი სიღრმეებში.
107:25ის იტყვის და ამოვარდება ქარიშხალი და ზეაიმართებიან ზვირთები.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 107:23
- გამოცხადება 18:17რადგანაც ერთ საათში იავარ-იქნა ესოდენ დიდი სიმდიდრე. და ყოველი მესაჭე, მეხომალდე თუ მენავე შორს დადგა;
- მოციქულთა საქმენი 27:9მაგრამ რაკი საკმაო ხანმა განვლო და ცურვა გაძნელდა, ვინაიდან მარხვა უკვე გასული იყო, პავლემ ურჩია მათ:
- მოციქულთა საქმენი 27:28გაზომეს სიღრმე და გამოვიდა ოცი მხარი; ცოტა მოშორებით ისევ გაზომეს და გამოვიდა თხუთმეტი მხარი.
- ფსალმუნები 48:7აღმოსავლეთის ქარით შემუსრე ხომალდნი თარშიშისანი.
- ესაია 42:10უმღერეთ უფალს ახალი სიმღერა, მისი სადიდებელი ქვეყნის კიდეთაგან, ვინც ზღვაში დახვალთ და ყველამ, რაც მას ავსებს, კუნძულებო და მისთა მკვიდრნო!
- ეზექიელი 27:26ნიჩბოსნები დაგატარებდნენ დიდ ზღვებზე, მაგრამ აღმოსავლეთის ქარი დაგლეწავს შუაგულ ზღვაში.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 107
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 107 · გახსენი ბიბლიის მკითხველში