
მარკოზის სახარება 4:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და უთხრა მათ: ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!
მარკოზის სახარება 4:9 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 17 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 13 კვირის პარასკევი (სახარება).
მარკოზის სახარება 4:9 კონტექსტში
4:7ზოგი კი ეკალ-ბარდებში ჩაცვივდა; წამოიზარდა ეკალი და ერთიანად მოაშთო ყველა; და ვეღარ გამოიღეს ნაყოფი.
4:8ხოლო ზოგი პოხიერ ნიადაგზე დაეცა, იზარდა, ნაყოფი გამოიღო და იმატა: ერთი ოცდაათად, ერთი სამოცად თუ ერთი ასად.
4:9და უთხრა მათ: ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!
4:10როდესაც ხალხი დაიშალა, მასთან დარჩენილებმა თორმეტ მოწაფესთან ერთად ჰკითხეს იგავის აზრი.
4:11და უთხრა მათ: თქვენ მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო გარეშეთათვის ყველაფერი იგავში ხდება.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 4:9
- მათეს სახარება 11:15ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს!
- მარკოზის სახარება 4:23ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!
- მარკოზის სახარება 4:24და უთხრა მათ: დაუკვირდით, რაც გესმით: რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით და მოგემატებათ.
- ლუკას სახარება 8:18მაშ, დაუკვირდით, როგორ ისმენთ: რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა, და ვისაც არა აქვს, მაგრამ ასე ჰგონია, მაქვსო, მას წაერთმევა.
- გამოცხადება 3:13ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.
- მარკოზის სახარება 7:14მოუხმო ხალხს და უთხრა: მისმინეთ ყველამ და შეიმეცნეთ:
- მარკოზის სახარება 7:15არაფერი გარედან შემავალი არ ბილწავს კაცს, არამედ მისგან გამომავალია, რაც ბილწავს კაცს.
- გამოცხადება 3:22ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 4
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში