
მარკოზის სახარება 5:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და ბევრი ევედრა, რათა იქიდან არ გაეძევებინა ისინი.
მარკოზის სახარება 5:10 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 7 სექტემბერი, 2028, სულთმოფენობის შემდგომი 14 კვირის ხუთშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 5:10 კონტექსტში
5:8რადგანაც იესომ უთხრა: გამოდი, სულო უწმინდურო, მაგ კაცისაგან!
5:9და ჰკითხა მას: რა გქვია სახელად? ხოლო მან მიუგო: ლეგიონია ჩემი სახელი, ვინაიდან მრავალნი ვართ.
5:10და ბევრი ევედრა, რათა იქიდან არ გაეძევებინა ისინი.
5:11იქვე, მთის ფერდობზე, ბალახობდა ღორების დიდი კოლტი.
5:12უწმინდურებმა მუდარით უთხრეს მას: გაგვგზავნე ღორებში, რომ მათში შევიდეთო.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 5:10
- მარკოზის სახარება 3:22ხოლო იერუსალიმიდან ჩამოსული მწიგნობრები ამბობდნენ: ბელზებული ჰყავს და ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ.
- მარკოზის სახარება 5:13მაშინ ნება დართო იესომ და გამოვიდნენ უწმინდური სულნი, ღორებში შევიდნენ, და მთელი კოლტი, ორი ათასამდე სული, ზღვის კბოდეს მიაწყდა და წყალში ჩაიხრჩო.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 5
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში