
მარკოზის სახარება 5:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგანაც იესომ უთხრა: გამოდი, სულო უწმინდურო, მაგ კაცისაგან!
მარკოზის სახარება 5:8 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 7 სექტემბერი, 2028, სულთმოფენობის შემდგომი 14 კვირის ხუთშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 5:8 კონტექსტში
5:6შორიდან რომ მოჰკრა თვალი იესოს, გამოიქცა და თაყვანი სცა მას.
5:7შეღაღადა და შესძახა: რა ხელი გაქვს ჩემთან, იესო, ძეო მაღალი ღმრთისაო: გაფიცებ შენს ღმერთს, ნუ მტანჯავ მე!
5:8რადგანაც იესომ უთხრა: გამოდი, სულო უწმინდურო, მაგ კაცისაგან!
5:9და ჰკითხა მას: რა გქვია სახელად? ხოლო მან მიუგო: ლეგიონია ჩემი სახელი, ვინაიდან მრავალნი ვართ.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 5:8
- მარკოზის სახარება 9:25როდესაც დაინახა იესომ, რომ ხალხი ეხვევა გარშემო, შერისხა სული და უთხრა: ყრუ-მუნჯო სულო! გიბრძანებ გამოხვიდე მაგისგან და აღარასოდეს შეხვიდე მასში!
- მარკოზის სახარება 9:26სულმა შეჰყვირა, საშინლად შეარყია იგი და გამოვიდა, ხოლო ბავშვი მკვდარს დაემსგავსა; ასე რომ, ბევრი ამბობდა კიდეც: მოკვდაო.
- მარკოზის სახარება 1:25მაგრამ შერისხა იგი იესომ და თქვა: ხმა გაკმინდე და გამოდი მაგისგან.
- მოციქულთა საქმენი 16:18ასე იქცეოდა მრავალი დღის განმავლობაში. თავგაბეზრებული პავლე მიუბრუნდა სულს და უთხრა: იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ გამოხვიდე მაგისგან. და გამოვიდა იმწამსვე.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 5
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში