
მარკოზის სახარება 5:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაგრამ იესომ ნება არ დართო და უთხრა: შინ წადი, შენიანებთან, და უამბე მათ, რა გიყო უფალმა და როგორ შეგიწყალა.
მარკოზის სახარება 5:19 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 7 სექტემბერი, 2028, სულთმოფენობის შემდგომი 14 კვირის ხუთშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 5:19 კონტექსტში
5:17და დაუწყეს ვედრება, აქაურობას გაეცალეო.
5:18ნავში რომ ჯდებოდა, ნაეშმაკეულევმა სთხოვა, თან წაეყვანა.
5:19მაგრამ იესომ ნება არ დართო და უთხრა: შინ წადი, შენიანებთან, და უამბე მათ, რა გიყო უფალმა და როგორ შეგიწყალა.
5:20ისიც წავიდა და დაიწყო ქადაგება ათქალაქში, რა უყო მას იესომ, და უკვირდა ყველას.
5:21როცა იესო კვლავ გამოვიდა ნავით გამოღმა მხარეს, დიდძალი ხალხი შეგროვდა მასთან. და იყო იგი ზღვის პირას.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 5:19
- ფსალმუნები 66:16მოდით, მოისმინეთ ყველამ, ვისაც ღმერთის შიში გაქვთ, და გიამბობთ, რა გააკეთა ჩემი სულისთვის.
- იოანე 4:29მიდით და იხილეთ კაცი, რომელმაც მითხრა ყველაფერი, რაც მიქნია; ქრისტე ხომ არ არის იგი?
- დანიელი 6:25ამის შემდეგ დარიოსმა ყველა ხალხს, ტომს და ენას - მთელი ქვეყნის მკვიდრებს მისწერა: მშვიდობა გაგიმრავლდეთ!
- დანიელი 6:27იგი შველის და იხსნის, სასწაულებსა და ნიშნებს ახდენს ცაზე და დედამიწაზე. მან იხსნა დანიელი ლომების ხელიდან.
- მოციქულთა საქმენი 22:1კაცნო, ძმანო და მამანო! ისმინეთ ჩემი თავისმართლება თქვენ წინაშე.
- მოციქულთა საქმენი 22:21მითხრა: წადი, რადგანაც შორს, წარმართებთან წარგგზავნი შენ.
- ესაია 38:9წერილი ხიზკიაჰუსი, იუდას მეფისა, როცა სნეული იყო და განიკურნა სნეულებისგან:
- ესაია 38:20უფალი მყავს სახსრად და ჩვენც ავახმიანებთ ჩემს საკრავებს მთელი სიცოცხლე უფლის სახლში.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 5
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში