
მარკოზის სახარება 6:13: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
აძევებდნენ მრავალ ეშმაკს, ზეთს სცხებდნენ და ჰკურნავდნენ უამრავ სნეულს.
მარკოზის სახარება 6:13 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 25 აპრილი, 2027, ბზობა: უფლის იერუსალიმად შესვლა (სახარება).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: მარკოზის სახარება 6:13
1 განმმარტებელი
ნიკოლოზ ველიმიროვიჩი20 საუკუნე “ო, ყოვლადკეთილო უფალო, დაადნე ჩვენი ქვის გულები შენი მადლის ძალით, რათა ჩვენ, შენი მოვალეები, სიკვდილის ჟამამდე მადლიერება შემოგწიროთ: შენ, ო, ჩვენო ყოვლადკეთილო და ყოვლადბრძენო ღმერთო!”
მარკოზის სახარება 6:13 კონტექსტში
6:11ხოლო თუ არავინ მიგიღოთ და არც ისმინოს თქვენი, იქიდან გამოსვლისას, მათს სამოწმებლად ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე სოდომისა და გომორისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე იმ ქალაქისათვის.
6:12და წავიდნენ ისინი სინანულის საქადაგებლად.
6:13აძევებდნენ მრავალ ეშმაკს, ზეთს სცხებდნენ და ჰკურნავდნენ უამრავ სნეულს.
6:14ჰეროდე მეფემ გაიგო ეს (ვინაიდან გაცხადდა მისი სახელი) და თქვა: იოანე ნათლისმცემელი აღმდგარა მკვდრეთით და ამიტომ ძალნი მძლავრობენ მასში.
6:15სხვები ამბობდნენ: ეს ელიაა; ზოგი კი ამბობდა: წინასწარმეტყველია, ანდა როგორც ერთი წინასწარმეტყველთაგანი.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 6:13
- იაკობის ეპისტოლე 5:14ავადაა ვინმე? ეკლესიის ხუცესთ მოუხმოს, რათა ილოცონ მისთვის და ზეთი სცხონ უფლის სახელით.
- იაკობის ეპისტოლე 5:15რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს, უფალი აღადგენს მას, და თუ ცოდვა რამ ჩაუდენია, მიეტევება.
- ლუკას სახარება 10:17სამოცდაათნი სიხარულით დაბრუნდნენ და თქვეს: უფალო, ეშმაკნიც კი გვმორჩილებენ შენი სახელით.
- მარკოზის სახარება 6:7მოუხმო თორმეტს, წყვილ-წყვილად დაუწყო წარგზავნა, და მისცა მათ უწმინდურ სულთა დათრგუნვის ძალა.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 6
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში