გადასვლა შინაარსზე
ქრისტე ყოვლისმპყრობელის ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე, წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა
ქრისტე ყოვლისმპყრობელი, ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე. წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა. Wikimedia Commons, საჯარო დომენი.

მარკოზის სახარება 6:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მარკოზის სახარება 6:14

ჰეროდე მეფემ გაიგო ეს (ვინაიდან გაცხადდა მისი სახელი) და თქვა: იოანე ნათლისმცემელი აღმდგარა მკვდრეთით და ამიტომ ძალნი მძლავრობენ მასში.

მარკოზის სახარება 6:14 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 29 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-10 კვირიაკე (სახარება).

მარკოზის სახარება 6:14 კონტექსტში

6:12და წავიდნენ ისინი სინანულის საქადაგებლად.

6:13აძევებდნენ მრავალ ეშმაკს, ზეთს სცხებდნენ და ჰკურნავდნენ უამრავ სნეულს.

6:14ჰეროდე მეფემ გაიგო ეს (ვინაიდან გაცხადდა მისი სახელი) და თქვა: იოანე ნათლისმცემელი აღმდგარა მკვდრეთით და ამიტომ ძალნი მძლავრობენ მასში.

6:15სხვები ამბობდნენ: ეს ელიაა; ზოგი კი ამბობდა: წინასწარმეტყველია, ანდა როგორც ერთი წინასწარმეტყველთაგანი.

6:16ხოლო ჰეროდემ რომ გაიგო, თქვა: ეს იოანეა, რომელსაც მე მოვკვეთე თავი; მკვდრეთით აღმდგარა.

პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 6:14

განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 6

სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში