
მარკოზის სახარება 6:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამიტომ ჰეროდიადა სდევნიდა მას და ცდილობდა მოეკლა იგი, მაგრამ არ შეეძლო.
მარკოზის სახარება 6:19 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 29 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-10 კვირიაკე (სახარება).
მარკოზის სახარება 6:19 კონტექსტში
6:17ვინაიდან ჰეროდემ თვითონ წარგზავნა ხალხი, შეაპყრობინა იოანე, შეკრა და საპყრობილეში ჩააგდო ჰეროდიადას, თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის გამო, ცოლად რომ შეერთო მას.
6:18რადგან იოანე ეუბნებოდა ჰეროდეს: არ უნდა გყავდესო შენი ძმის ცოლი.
6:19ამიტომ ჰეროდიადა სდევნიდა მას და ცდილობდა მოეკლა იგი, მაგრამ არ შეეძლო.
6:20რადგანაც ჰეროდეს ეშინოდა იოანესი, ვინაიდან იცოდა, რომ მართალი და წმიდა კაცი იყო და უფრთხილდებოდა; ბევრ რამეს აკეთებდა მისი რჩევით და სიამოვნებით უსმენდა მას.
6:21მაგრამ ქალმა დრო იხელთა, როცა ჰეროდემ თავისი დაბადების დღეს წვეულება გაუმართა თავის დიდებულებს, ათასისთავებსა და გალილეველ წარჩინებულებს;
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 6:19
- ეფესელთა მიმართ 4:26მრისხანებისას ნუ სცოდავთ; ნუ ჩაესვენება მზე თქვენი რისხვით.
- ეფესელთა მიმართ 4:27ადგილს ნუ დაუთმობთ ეშმაკს.
- ეკლესიასტე 7:9გულისწყრომად ნუ იჩქარი, რადგან გულისწყრომა უგუნურთა მკერდში ბუდობს.
- შესაქმე 39:17უამბო ქმარს ეს ამბავი, ასე უთხრა: შემოვიდა შენი მოყვანილი ებრაელი მონა ჩემთან საარშიყოდ.
- შესაქმე 39:20ადგა და ჩააგდო ბატონმა იოსები საპყრობილეში, სადაც მეფის პატიმრები იყვნენ დამწყვდეული. და იყო იქ, საპყრობილეში.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 6
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში