
მარკოზის სახარება 6:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
განა ხურო არ არის, მარიამის ძე და იაკობის, იოსეს, იუდასა და სიმონის ძმა? მისი დებიც ხომ აქვე არიან, ჩვენ შორის? და ცდებოდნენ მასში.
მარკოზის სახარება 6:3 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 12 სექტემბერი, 2028, სულთმოფენობის შემდგომი მე-15 კვირის სამშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 6:3 კონტექსტში
6:1წამოვიდა იქიდან და მოწაფეების თანხლებით მივიდა თავის მამულში.
6:2შაბათ დღეს დაიწყო სწავლება სინაგოგაში და მრავალი მსმენელი გაოცებული ამბობდა: ვინ მისცა ყოველივე ეს, ან რა სიბრძნე აქვს ბოძებული, რომ ამნაირი სასწაულები ხდება მისი ხელით?
6:3განა ხურო არ არის, მარიამის ძე და იაკობის, იოსეს, იუდასა და სიმონის ძმა? მისი დებიც ხომ აქვე არიან, ჩვენ შორის? და ცდებოდნენ მასში.
6:4ხოლო იესომ უთხრა მათ: არ არსებობს წინასწარმეტყველი პატივის გარეშე, თუ არა თავის მამულში, თავისიანებს შორის და თავის სახლში.
6:5და არ მოუხდენია იქ არავითარი სასწაული. მხოლოდ რამდენიმე სნეულს დაადო ხელი და განკურნა.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 6:3
- მათეს სახარება 12:46და ვიდრე ასე ესაუბრებოდა ხალხს, მისი დედა და ძმები გარეთ იდგნენ და სიტყვის სათქმელად ეძებდნენ მას.
- მათეს სახარება 13:55განა ხუროს შვილი არ არის? განა დედამისს მარიამი არა ჰქვია, ხოლო მის ძმებს - იაკობი და იოსე, სიმონი და იუდა?
- მათეს სახარება 13:57და ცდებოდნენ მასში. ხოლო იესომ უთხრა მათ: არ არის წინასწარმეტყველი პატივის გარეშე, თუ არა თავის მამულში და თავის სახლში.
- იოანე 6:42და ამბობდნენ: განა ეს არ არის იესო, იოსების ძე, ვის დედ-მამასაც ჩვენ ვიცნობთ? როგორღა ამბობს, ზეცით ჩამოვედიო?
- იუდას ეპისტოლე 1:1იუდა, იესო ქრისტეს მონა და იაკობის ძმა, - მოწოდებულთ, რომელნიც შეიყვარა მამა ღმერთმა და დაცულნი არიან იესო ქრისტესათვის.
- მათეს სახარება 11:6ნეტარ არს, ვინც არ შემცდარა ჩემში.
- გალატელთა მიმართ 1:19სხვა მოციქულთაგან არავინ მინახავს, უფლის ძმის, იაკობის გარდა.
- მარკოზის სახარება 15:40იყვნენ იქ შორიდან მაცქერალი ქალებიც, მათ შორის, მარიამ მაგდალელი, მარიამი, იაკობ მცირისა და იოსეს დედა, და სალომე,
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 6
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში