
მარკოზის სახარება 6:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წამოვიდა იქიდან და მოწაფეების თანხლებით მივიდა თავის მამულში.
მარკოზის სახარება 6:1 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 8 სექტემბერი, 2028, სულთმოფენობის შემდგომი მე-14 კვირის პარასკევი (სახარება).
მარკოზის სახარება 6:1 კონტექსტში
6:1წამოვიდა იქიდან და მოწაფეების თანხლებით მივიდა თავის მამულში.
6:2შაბათ დღეს დაიწყო სწავლება სინაგოგაში და მრავალი მსმენელი გაოცებული ამბობდა: ვინ მისცა ყოველივე ეს, ან რა სიბრძნე აქვს ბოძებული, რომ ამნაირი სასწაულები ხდება მისი ხელით?
6:3განა ხურო არ არის, მარიამის ძე და იაკობის, იოსეს, იუდასა და სიმონის ძმა? მისი დებიც ხომ აქვე არიან, ჩვენ შორის? და ცდებოდნენ მასში.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 6:1
- ლუკას სახარება 4:16მივიდა ნაზარეთს, სადაც აღზრდილიყო, და როგორც სჩვეოდა, შაბათ დღეს შევიდა მათს სინაგოგაში და წასაკითხად დადგა.
- ლუკას სახარება 4:30მაგრამ მან მათ შორის გაიარა და წავიდა.
- მათეს სახარება 13:54მივიდა თავის მამულში და ასწავლიდა მათ სინაგოგაში, ისე რომ, უკვირდათ და ამბობდნენ: ვინ მისცა ესოდენი სიბრძნე და ძალა?
- მათეს სახარება 13:58და არ მოუხდენია იქ მრავალი სასწაული მათი ურწმუნოების გამო.
- მათეს სახარება 2:23მივიდა და დაესახლა ქალაქში, რომელსაც ჰქვია ნაზარეთი, რათა აღსრულებულიყო თქმული წინასწარმეტყველთა მიერ: ნაზარეველად იწოდებისო.
- მათეს სახარება 13:4ხოლო თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა, და მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს ისინი.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 6
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში